მთავარისიახლეები"სოლიდარობა ნიკა გვარამიას" - თავისუფალი მედიის არსებობისთვის ჟურნალისტები ბრძოლას აანონსებენ

“სოლიდარობა ნიკა გვარამიას” – თავისუფალი მედიის არსებობისთვის ჟურნალისტები ბრძოლას აანონსებენ

Published on

ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ მედია პროტესტისთვის ემზადება. ცენზურისგან თავისუფალი მედიის არსებობისთვის ბრძოლას ჟურნალისტები აანონსებენ. ხვალ, 18 მაისს ზუსტად 19:00 საათზე ჟურნალიტები ქუჩაში გვარამიას სოლიდარობისთვის და თავისუფალი სიტყვის დასაცავად გადიან.

მედიის წარმომადგენლები აქციაზე ელოდებიან ყველას, ვისთვისაც სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანია. მედიამენეჯერების თქმით, ეს იქნება სოლიდარობის მარში გარდა, ისინი არაერთ საპროტესტო აქტივოას დაგეგმავენ, რატა ხელისუფლებას აჩვენონ, რომ კრიტიკულ მედიას ვერასდროს გააჩუმებენ.

ეს აქცია შედეგისთვის არ არის, ეს არის სოლიდარობის მსვლელობა. შეუძლია შემოუერთდეს ყველა ადამიანს, რესპუბლიკის მოედნიდან დავიძვრებით. დიპლომატებთან, დასავლეთთან, ევროკავშირთან არასამტავროებეიც მუშაობენ, ჩვენ, არხებიც ვმუშაობთ, გვექნება აუცილებლად შეხვედრები, – განაცხადა ტვ პირველის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა.

ტელეკომპანია ,,კავკასიას” ხელმძღვანელის თქმით, მედიის წარმოამდგენლები მომხდარის შემდეგ გულხელდაკრეფილები ვერ ისხდებიან.

ასე ჩვენ ვეღარ ვიცხოვრებთ, ვითომ არაფერი მომხდარა. ვერ ვისხდებით გულხელდაკრეფილები. მედიამენეჯერის დაჭერა ასეთი შეთითიხნილი ბრალდებით, იმას ნიშნავს, რომ რუსეთში ვართ, რუსეთზე უარესში ვართ კიდევ და ხვალ ეს სისტემა ნებისმიერ გაანადგურებს, – ამბობს ნინო ჯანგირაშვილი.

ხვალ დაგეგმილ სოლიდარობის მარშს ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეურთდებიან. ენმ-ს თვამდჯომარის, ნიკა მელიას თქმით, ბოროტების დამარცხება მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი.

სრული ერთობის გარეშე დიდი ბოროტოების დამარცხება მინიმუმ დროში ძალიან იწელება. ჩვენ გვინახავს გასულ წლებშ მსგავსი ერთობა და ამ ერთობას კონკრეტული შედეგები მოუტანია. ნიკა გვარამიას ასეთმა უკანონო დაპატიმრებამ ჩვენ არ უნდა გაგვახოს ჭირისუფლები, ჩვენ არ უნდა ვიგლოვოთ, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მეტი, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც არასდროს გაგვიკეთებია იმისთვის, რომ მივიდეთ საბოლოო შედეგამდე. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ამ ამნკიერი წრიდანს, მოჯადოებული წრე უნდა გავარღვიოთ, იმიტომ, რომ ხვალ და ზეგ არცერთ მმართველს თავში აზრადაც არ მოუვიდეს უაპლეაციოდ დაიჭიროს, მითუფრო, მედიამენეჯერი, – თქვა მელიამ.

სოლიდარობის მარში 18 მაისს 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიოდან დაიწყება და საკანონმდებლო ორგანოსთან დასრულდება.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...