მთავარისიახლეებიმსოფლიო"აზოვსტალიდან" 53 დაჭრილი და 211 სხვა სამხედრო პირი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს

“აზოვსტალიდან” 53 დაჭრილი და 211 სხვა სამხედრო პირი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს

Published on

16 მაისს, შუადღიდან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებდა ცნობას, რომელზეც დამადასტურებელი ცნობა ამ ერთი წყაროს გარდა, არ არსებობდა. საქმე ეხება რუსული მხარის მტკიცებას, რომ “აზოვსტალიდან” დაჭრილების გაყვანაზე მოლაპარაკებას ბუნკერებიდან მათივე ნებით, თეთრი დროშით ამოსული (არა დანებების, არამედ მოლაპარაკების მიზნით) “აზოვსტალის” მცველთა წარმომადგენლები აწარმოებდნენ და შეთანხმება შედგა, რის შემდეგაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გამოცხადდა. 

 

უკრაინული მხარე კომენტარს არ აკეთებდა ამბობდა, რომ განცხადებით მოგვიანებით გამოვიდოდა ვოლოდიმირ ზელენსკი. ზელენსკიმდე კი განცხადება “აზოვის” მეთაურმა დენის პროკოპენკომ გააკეთა. მან წარსულ დროში ილაპარაკა (“ვიცავდით”, “ვაყოვნებდით მტერს”) და ახსენა უკრაინის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, ბრძანება, რომელიც უნდა შეესრულებინათ, მაგრამ რა ბრძანება იყო ეს, არ დაუკონკრეტებია. თუმცა, იქვე დაამატა, რომ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვთ. 

 

მოგვიანებით რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “აზოვსტალიდან” დაჭრილების გაყვანა დაიწყო, რაც არავინ დაიჯერა, სანამ იგივე არ დაწერა “როიტერმა”:

 

ადგილზე მყოფმა თვითმხილველმა “როიტერს” აცნობა, რომ “აზოვსტალიდან” მარიუპოლის მიმართულებით გავიდა 10-მდე ავტობუსი, სადაც ის უკრაინელი მეომრები იმყოფებიან, რომლებიც უკანასკნელი კვირების განმავლობაში იცავდნენ ქალაქის ამ ნაწილს.
მებრძოლები ნოვოაზოვსკში გადაჰყავთ, რომელიც მარიუპოლიდან 45 კმ-ითაა დაშორებული და რუსული მხარის მიერ კონტროლირებად დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაშია. გავრცელებული ინფორმაციით, უკვე გაიყვანეს 300 მებრძოლი, მათგან 50 დაჭრილია.
ევაკუაციის პროცესი კიევის დროით, 04:00-ზე განახლდება, ქარხანაში სულ 2.227 ადამიანია, მათ შორის, ორსული ქალი-სამხედროები. რუსული მედიის ცნობით, დღეს გადაყვანილი დაჭრილები ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში მიიყვანეს, დანარჩენი სამხედრო პირები კი ელენოვკაში.
ცოტა ხანში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ინა მალიარმა დაადასტურა, რომ “აზოვსტალიდან” 53 დაჭრილი და 211 სხვა პირი გადაიყვანეს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, მაგრამ იქვე დაამატა, რომ მათ დააბრუნებენ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ტყვეთა გაცვლის შემდეგ.
ვიდეომიმართვა გაავრცელა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც, რომელმაც განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევით, უკრაინა შეძლებს მებრძოლთა სიცოცხლის გადარჩენას.
“უკრაინას თავისი გმირები ცოცხალი სჭირდება, ეს ჩვენი პრინციპია”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
სავარაუდოდ, უკრაინელი მებრძოლები ამჟამად არა ტყვეები, არამედ მძევლები არიან და მას შემდეგ, რაც გაცვლის პროცესი დაიწყება, მათ რუს სამხედრო ტყვეებზე გაცვლიან. 
ფოტო: Reuters

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...