მთავარისიახლეებიიზიუმში, ხუთსართულიანი შენობის ნანგრევების ქვეშ, 44 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

იზიუმში, ხუთსართულიანი შენობის ნანგრევების ქვეშ, 44 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

Published on

ხარკოვის ოლქში, იზიუმში სახლის ნანგრევების ქვეშ 44 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს – ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

“დროებით ოკუპირებულ იზიუმში, მარტის დასაწყისში ოკუპანტების მიერ დანგრეული ხუთსართულიანი შენობის ნანგრევებში 44 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ეს არის რუსი ოკუპანტების კიდევ ერთი საშინელი სამხედრო დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ! – თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ რუსული ჯარები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთი განურჩევლად ბომბავს სამხედრო ობიექტებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელ კორპუსებსა და სამედიცინო დაწესებულებებს.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...