მთავარისიახლეებიბრეგაძის განცხადებები მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის სტაბილურობაზე სასაცილოა - ჯიშკარიანი

ბრეგაძის განცხადებები მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის სტაბილურობაზე სასაცილოა – ჯიშკარიანი

Published on

“ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრის განცხადებები მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის სტაბილურობაზე სასაცილოა. მისი თქმით, არარელევანტურია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა ამგვარად შეფასდეს.

“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სტაბილურობაზე განცხადებას, რა თქმა უნდა, ვერ გავიზიარებთ და სასაცილოა, სტაბილური შეიძლება ითქვას ადამიანზე, რომელიც ინტენსიურ თერაპიას გადის ან რეანიმაციაშია, პატიმარი უნდა იყოს ჯანმრთელი. ფსიქო-თერაპია ვერ კურნავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანულ დაზიანებას, სრულიად არარელევანტურია მინისტრის განცხადებები ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. სჭირდება ინტენსიური თერაპია, რათა დასტაბილურდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შემდგომში განისაზღვროს ინდივიდუალური რეაბილიტაცია”, – ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

ცენტრ ემპათიას მიერ შექმნილი ალტერნატიული სამედიცინო კომისია კატეგორიულად მოითხოვს მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანას საზღვარგარეთ, რადგან მდგომარეობა კრიტიკულია.

სიახლეები

მარკ რუტე – უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს

უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს - ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ...

“ოცნება” ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება

"ვადამდელი არჩევნები არ იქნება" - ასე პასუხობენ "ოცნებაში" კითხვას, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან მორიგ...

„TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შექმნის – ეკონომისტი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ „TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის...

ზურაბიშვილი- 4 წლის შემდეგაც, რუსეთმა უკრაინის მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა

ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა, ამ დღეს, 24 თებერვალს, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს...