მთავარისიახლეებიმარიუპოლიდან 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია მოხდა

მარიუპოლიდან 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია მოხდა

Published on

უკრაინის განცხადებით, ქალაქ მარიუპლიდან გაერო-ს ხელმძღვანელობით სამაშველო ოპერაციის დაწყების შემდეგ თითქმის 500 მშვიდობიანი მოქალაქე იქნა ევაკუირებული, მათ შორის რამდენიმე ადამიანი ალყაში მოქცეული “აზოვსტალის” ქარხნიდან.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა ევაკუაციას უწოდა “კომპლექსური ოპერაცია” და თქვა, რომ უკრაინა გააგრძელებს მუშაობას “ყველა მშვიდობიანი მოქალაქისა და სამხედროების გადასარჩენად”.

მან გაეროს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა Twitter-ზე დაწერა, რომ ორმა უსაფრთხო კოლონამ წარმატებით შეძლო თითქმის 500 ადამიანის ევაკუაცია, მარიუპოლიდან, მიმდებარე ტერიტორიებიდან და “აზოვსტალიდან”.

ის იმედოვნებს, რომ მოსკოვთან და კიევთან მუდმივი კოორდინაციით უფრო მეტი სიჩუმის რეჟიმი იქნება მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისთვის

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...