მთავარისიახლეებისასიცოცხლო ნიშნები რაც აქვს, 3-4 დღეში შეიძლება აღარ ჰქონდეს - ხერხეულიძე სააკაშვილზე

სასიცოცხლო ნიშნები რაც აქვს, 3-4 დღეში შეიძლება აღარ ჰქონდეს – ხერხეულიძე სააკაშვილზე

Published on

“მიხეილ სააკაშვილი ჩემი ნახვის დროს გახდა ცუდად… ვერ დადის და ვერ იღებს საკვებს, არ აქვს ლაპარაკის თავი, სულ სცივა, ორგანიზმი ჩამოშლილი აქვს” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე რუსთავის ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ საუბრობს. ეკა ხერხეულიძემ ამ საკითხზე “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” ისაუბრა.

ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა, მას აღარ შეუძლია გადაადგილება და საკვების მიღება. ხერხეულიძე მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ რადგან მისი სიცოცხლე სასწრაფოდაა გადასარჩენი.

ჩემი თანდასწრებით, ადამიანი, ქვეყნის პრეზიდენტი, გახდა ცუდად. ზოგადად ძალიან მძიმედაა, არ ვიცი ადამიანს რამდენ ხანს შეუძლია აიტანოს ასეთ მდგომარეობაში ყოფნა… ვერ დადის, არ შეუძლია კვება, ვერ იკვებება, არ აქვს უნარი, სურვილი, რომ მიიღოს საკვები. გუშინდელიდან მოყოლებული დღევანდლამდე აქვს მხოლოდ ნაჭამი ლობიანის 1 ნაჭრის ნახევარი. ისიც იძულებით, წამლისთვის… ეს ნიშნავს, რომ იგივენაირად შიმშილობის მდგომარეობაშია ადამიანი…, – ამბობს ეკა ხერხეულიძე.

მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტს აქვს ძლიერი ტკივილები და აღენიშნება კუნთების ტკივილიც, რაც, როგორც თავად მიხეილ სააკაშვილმა ეკა ხერხეულიძესთან განმარტა, გლდანის ციხეში გონების დაკარგვამდე 2 დღით ადრეც ჰქონდა. “თავის ტკივილები აქვს, ანალიზები აუღეს დღეს საგანგებოდ და აღმოჩნდა, რომ იმდენად საეჭვოა, რომ გერმანიაში აგზავნიან… სასიცოცხლო ნიშნები რაც აქვს, 3-4 დღეში შეიძლება აღარ ჰქონდეს…” – ამბობს ხერხეულიძე.

სიახლეები

არანაირი ვაჭრობა პატიმრებით არ იქნება! – ელენე ხოშტარიას პასუხი ციხიდან

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი მძევლებით ვაჭრობა და “ოცნების” რუსული რეჟიმის ამით გამოძრომა არ...

გალის ყოფილი ე.წ. გამგებელი საბანაოდ ზღვაში შევიდა და ნაპირზე არ გამოსულა [video]

შავი ზღვის სოხუმის აკვატორიაში  გალის ყოფილი ე.წ. გამგებლის, ასევე აფხაზური თვითგამოცხადებული მინისტრთა საბჭოს ყოფილი...

პროკურატურის მოთხოვნით, ღარიბაშვილის პროცესი 12 თებერვლამდე გადაიდო – ადვოკატი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების უკანონოდ ლეგალიზაციისთვის ბრალდებული ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც...

ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად თურქეთის მოქალაქე გარდაიცვალა

ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე, მუშა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით ელექტრო გაყვანილობის სამუშაოებს 30...