აზოვსტალის ქარხანაში 200-მდე ადამიანია დარჩენილი, მათ შორის 20 ბავშვია – უკრაინელი მეთაური

0
219

უკრაინელი მეთაურის ცნობით, მარიუპოლში აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში 200-მდე ადამიანია დარჩენილი, მათ შორის 20 ბავშვია. მისივე თქმით, როგორც კი გუშინ ევაკუაცია დასრულდა რუსეთმა შეტევა დაიწყო.

მისი თქმით, არტილერიის შეტევა დილის 3 საათამდე გრძელდებოდა.

“აზოვსტალიდან ევაკუაციაზე არაფერს ვიტყვი. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ამის გაკეთებას, ვეხვეწებით. […] ყველაზე დიდი პრობლემა დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებია. ჩვენი საველე ჰოსპიტალი რამდენიმე დღის წინ დაიბომბა. სამედიცინო დახმარება უწევთ უკიდურესად მძიმე პირობებში. ამჟამად 500-მდე მათგანია აზოვსტალში. მათი დაზიანებები სხვადასხვა სიმძიმისაა. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს”, – განცხადა მან.

ცნობისთვის, უკრაინა გეგმავს რომ აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დღესაც მოხდეს საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით.

წინა სტატიაCOVID 19-ის სტატისტიკა კვირაში ერთხელ, სამშაბათობით გამოქვეყნდება
შემდეგი სტატიაუკრაინამ შავ ზღვაში ორი რუსული საპატრულო ხომალდი გაანადგურა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური