მთავარისიახლეებისაზღვრის კვეთის საქმის სასამართლოს დღეს მიხეილ სააკაშვილი დაესწრება

საზღვრის კვეთის საქმის სასამართლოს დღეს მიხეილ სააკაშვილი დაესწრება

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა იგეგმება.

პროცესს მესამე პრეზიდენტიც დაესწრება. სავარაუდოდ, ის დარბაზიდან საზოგადოებას დღესაც მიმართავს.

ადვოკატები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ამის საილუსტრაციოდ ყველა ბერკეტს გამოიყენებენ.

“დაცვის მხარე კვლავინდებურად გამოიყენებს ყველა იმ მექანიზმს ყველა იმ საპროცესო ბერკეტს, რომელიც მონიჭებული გვაქვს საქართველოს კანონმდებლობით ორი მიზნით: პირველი ეს არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები იყოს ეფექტურად დაცული და მეორე – ეს პროცესი იყოს კიდევ ერთი, მორიგი დემონსტრატორი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დევნისა. პრეზიდენტი გეგმავს პროცესზე დასწრებას, იმედია, ამაში ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუწყობს ხელს”, – თქვა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

სიახლეები

ეს ბიჭები არ არიან დაპატიმრებულები, ესენი არიან ტყვეები -ლიკა გუნცაძე

ივანიშვილის რეჟიმის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე დღეს პროევროპული აქციის დროს დაკავებულების სასამართლო...

სასამართლოზე ირაკლი მიმინოშვილი უჰაერობის გამო ცუდად გახდა

სინდისის პატიმრების პროცესზე შესვენება გამოცხადდა - მიზეზი ერთ-ერთი პატიმრის, ირაკლი მიმინოშვილის შეძლოდ გახდომა გახდა. ირაკლი...

პატივცემულო მოსამართლევ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ, ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ ბრალდება გვისახავს? – ცხადაძის ადვოკატი

ბრალდება რომ საუბრობს, დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარეობს საფრთხეო, პროკურორი ვერ მიუთითებს, რაში გამოიხატება ეს საფრთხე......