მთავარისიახლეებიიმიტომ კლავთ სააკაშვილს, რომ საქართველოს შანსი არ ჰქონდეს არსად, გარდა პუტინის რუსეთისა...

იმიტომ კლავთ სააკაშვილს, რომ საქართველოს შანსი არ ჰქონდეს არსად, გარდა პუტინის რუსეთისა – ნიკა გვარამია “ოცნებას”

Published on

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ქართულ ოცნებას” და საქართველოს საპატრიარქოს მიმართავს.

ის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელიც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროცესზე შეუძლოდ გადახდა.

“კაცი პირდაპირ ეთერში კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა.

ქართული ოცნება / Georgian Dream თქვე მწამებლებო, რა მნიშვნელობა აქვს, რას ჩაწერთ მაგ კითხვარში, ან საერთოდ, ჩაწერთ თუ არა რამეს?! ზუსტად მაგიტომ კლავთ სააკაშვილს, რომ შანსი არ ქონდეს საქართველოს არსად და არასდროს, პუტინის რუსეთის გარდა.

საქართველოს საპატრიარქო ❲ოფიციალური გვერდი❳ სამარცხვინო, ანტიქრისტიანული ჯგრო, ჩვეულებრივი რუსული მეხუთე კოლონა ხართ, დაწყებული უკრაინის ავტოკეფალიის თაროზე შემოდებული ტომოსით და დასრულებული პუტინის პატიმარ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულებით. აღდგომა მოდის, სიცოცხლის დღესასწაული, და თქვენ ადამიანის სიკვდილს შეყურებთ გულგრილად, ზოგიც – სიხარულით”, – წერს ნიკა გვარამია Facebook-ზე.

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...