მთავარისიახლეებიმსოფლიო"აზოვი" ორ ქართველთან - ბახვა ჩიქობავასთან და გიორგი ყუფარაშვილთან ერთად შევქმენი" -...

“აზოვი” ორ ქართველთან – ბახვა ჩიქობავასთან და გიორგი ყუფარაშვილთან ერთად შევქმენი” – “ბოცმანი”

Published on

სერგეი კოროტკიხი, მეტსახელად “ბოცმანი”, რომელმაც პოლკი “აზოვი” ორ ქართველთან ერთად დააფუძნა, ჰყვება: –

„რასაც ახლა „აზოვი” აკეთებს მარიუპოლში, მსოფლიოში არცერთ არმიას არ შეუძლია მსგავსი შედეგის დადება.

როცა ლაპარაკობენ ვიღაც დასავლელ ინსტრუქტორებზე, რომლებიც თითქოს ჩვენ გვამზადებდნენ, ეს სისულელეა. სინამდვილეში, „აზოვი” შევქმენით მე და ორმა ქართველმა მოხალისემ 2014 წელს – ბახვა ჩიქობავამ (რომელიც გარდაიცვალა მარიუპოლის დაცვისას) და გიორგი ყუფარაშვილმა (რომელიც მძიმედ დაიჭრა მარიუპოლის დაცვისას და ახლა მკურნალობს ვინიცაში).

ასევე, დაგაინტერესებთ:

რამდენიმე ჭკუიდან შეიშალა, სხვებსაც ფსიქიკური პრობლემები აქვთ – რა ემართებათ რუს სამხედროებს

ჩვენზე, სამივეზე, თითო მილიონ დოლარს იხდიდნენ რუსები ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში. ახლა ფასი გაუზრდიათ, როგორც გავიგე. ასე რომ, არანაირი ნატოს ინსტრუქტორები არ არსებულან არასდროს… რა ნატო?..

ჩვენ თვითონ შევქმენით სერჟანტთა და ოფიცერთა სკოლები – და ეს 90% გიორგი ქუფარაშვილის დამსახურებაა.

გიორგი შვიდი წლის განმავლობაში ეწეოდა წვრთნას და ვარჯიშს, მან შეიმუშავა მარიუპოლის თავდაცვის გეგმა და სწორედ ამ გეგმის მიხედვით ვიცავთ ახლა მარიუპოლს. გიორგის იშვიათად ახსენებენ და ეს უსამართლობაა…

✍ მაიკო ჯავახიშვილის თარგმანი

–

ჩვენთან უკვე 1000-ზე მეტი ადამიანი ეცნობა უკრაინიდან ამბებს ყველაზე სწრაფად, ყველაზე ოპერატიულად, ყველაზე ამომწურავად, განსხვავებულად და ყველაზე ხარისხიანად. დღეში, მინიმუმ, 30-40 ადამიანი ირჩევს ჩვენს ტელეგრამ-არხს.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე:

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....