მთავარისიახლეებიმსოფლიორამდენიმე ჭკუიდან შეიშალა, სხვებსაც ფსიქიკური პრობლემები აქვთ - რა ემართებათ რუს სამხედროებს

რამდენიმე ჭკუიდან შეიშალა, სხვებსაც ფსიქიკური პრობლემები აქვთ – რა ემართებათ რუს სამხედროებს

Published on

ლენინგრადის ოლქის ქალაქ ლუგაში განთავსებული 25-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც მონაწილეობდნენ “სამხედრო სპეცოპერაციაში”, სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვთ, რაც პირადი შემადგენლობის ჯარისკაცების დიდი რაოდენობით დაკარგვას უკავშირდება.

მათი გამოკვლევის მიზნით, სანკტ პეტერბურგიდან ლუგაში გაიგზავნა ექიმ-ფსიქიატრთა ჯგუფი, რომლებმაც დაადგინეს, რომ სამხედრო მოსამსახურეთა 70%-ს პოსტტრავმული სინდრომის ნიშნები აქვს.

ამ ბრიგადას ჰქონდა დავალებული, 24 თებერვალს აეღო ხარკოვი და პოზიციები ძირითადი ძალის გამოჩენამდე შეენარჩუნებინა. კოლონის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ქალაქის შესავლელშივე გაანადგურეს. მეთაური მოკვდა. ასობით სამხედრო ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ან ტყვედ ჩავარდა. ბრძოლისუუნაროები და ცოცხლად გადარჩენილები რუსეთის ტერიტორიაზე, დისლოკაციის ადგილას გადაიყვანეს.

დღეისთვის, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის პერსპექტივის მიუხედავად, 140-მა მებრძოლმა ომში მონაწილეობაზე უარი თქვა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში სამსახურზე უარის თქმის განცხადება მოტომსროლელი ბრიგადიდან 26-მა ადამიანმა, ხოლო საარტილერიო ბრიგადიდან 114-მა ადამიანმა დაწერა.

–

ჩვენთან უკვე 1000-ზე მეტი ადამიანი ეცნობა უკრაინიდან ამბებს ყველაზე სწრაფად, ყველაზე ოპერატიულად, ყველაზე ამომწურავად, განსხვავებულად და ყველაზე ხარისხიანად. დღეში, მინიმუმ, 30-40 ადამიანი ირჩევს ჩვენს ტელეგრამ-არხს.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე:

სიახლეები

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...

რუბიო- უკრაინელები მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ აშშ-ს გარეშე უკრაინა აღარ იარსებებდა

ამ საკითხზე თავის მართლებას აღარ ვაპირებთ, გასაგებია? რადგან შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას...