მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელია: ,,ჩემთვის დიდი პატივია ვიდგე იმ ბიჭების გვერდით, ვინც სიცოცხლის ფასად...

ნიკა მელია: ,,ჩემთვის დიდი პატივია ვიდგე იმ ბიჭების გვერდით, ვინც სიცოცხლის ფასად იცავს თავისუფლებას”

Published on

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია და Facebook-ზე სამხედროებთან ერთად ფოტოს აქვეყნებს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები, ნიკა მელია, ეკა ხერხეულიძე და კობა ნაყოფია უკრაინაში ჩავიდნენ.

მათ  საქართველოს მეოთხე პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთადუკრაინაში მებრძოლი ქართველები მოინახულეს.

ენმ-ს წევრმა, ეკა ხერხეულიძემ ქართველ ჯარისკაცებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, გზავნილები გადასცა და მათ მიხეილ სააკაშვილის სახელით მადლობა გადაუხადა.

“მე მაქვს კონკრეტული გზავნილი საქართველოს მესამე პრეზიდენტისგან, რომელიც პუტინის პირადი ტყვე გახლავთ საქართველოში. ამ ბიჭების მოკითხვა, სოლიდარობა, გამარჯვების სურვილის გადაცემა და უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის დიდი მადლობის გადახდა, იმ წვლილისთვის, რასაც ამ ორი ქვეყნის თავისუფლებისთვის ეს ბიჭები აკეთებენ”,-თქვა ეკა ხერხეულიძემ.

,,ჩემთვის დიდი პატივია ვიდგე იმ ბიჭების გვერდით, ვინც სიცოცხლის ფასად იცავს თავისუფლებას, ვინც უკრაინაში იბრძვის როგორც უკრაინის, ისე საქართველოს თავისუფლებისთვის.

არსებითი მნიშვნელობა არ აქვს სად იბრძვი თავისუფლებისთვის, ბოროტების დასამარცხებლად — თავისუფლებისთვის ბრძოლა არ ცნობს გრძედებს და განედებს. საამაყო და მისაბაძია ყველა მებრძოლი, რომელიც იბრძვის მტარვალების წინააღდეგ და მე, ნამდვილად მეამაყება დღეს მათ გვერდით დგომა, თავად მმატებს მხნეობას მათი გამხნევება!

ჩვენი ბიჭები გმირულად, უკომპრომისოდ იბრძვიან ყველგან, სადაც კი მძიმე ბრძოლები მიდის, სადაც კი წყდება ომისა და მშვიდობის ბედი, სადაც იწერება ახალი ევროპის, ახალი მსოფლიოს ისტორია. ეს ისტორია იწერება გმირების სისხლით, მათ შორის, ქართველი გმირების სისხლით! ქედს ვიხრი ბრძოლის ველზე დაცემული ყველა მებრძოლის გმირობისა და მარადიული ხსოვნის წინაშე. ვიზიარებ მათი ოჯახების ღრმა მწუხარებას”- წერს ნიკა მელია

სიახლეები

“პუტინის რეჟიმის ინსტრუქცია დააკოპირეს”: ენმ გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის წევრის, გია ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა. "ნაციონალური მოძრაობისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის,...

რიკოთზე საპატრულო პოლიციის მანქანები შეეჯახნენ, ერთს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

სურამთან, რიკოთის მაგისტრალზე საპატრულო პოლიციის ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად, პოლიციის ერთ მანქანას...

ეს ქართული მართლმსაჯულების სირცხვილია – იაგო ხვიჩია გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

"თავისუფალი ხალხის პარტიის" ლიდერი იაგო ხვიჩია, რომლის საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება" ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა...

თურქი დიჯეი,რომელიც აგვისტოში სოხუმში უკრავდა თბილისში კონცერტს გამართავს

25 სექტმებრს, თბილისში REPUBLIC EVENT HALL -ში დაანონსდა თურქი მუსიკოსის Berat Mert Demir (https://caspianmusic.ru/beratmertdemir)...