კრამატორსკის სადგურზე რუსების თავდასხმას 39 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 4 ბავშვი

0
366

კრამატორსკის სარკინიგზო სადგურზე თავდასხმას 39 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 4 ბავშვია. ოკუპანტებმა ტაქტიკურ ბალისტიკური სარაკეტო სისტემიდან იერიში რკინიგზის სადგურზე მიიტანეს, სადაც ასობით ადამიანი დონბასიდან უსაფრთხო ადგილას ევაკუაციის დაწყებას ელოდა. იერიშს შედეგად, სხეულის მრავლობითი ჭრილობები 100-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

მომხდარზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პარლამენტისთვის ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა:

“ძვირფასო მეგობრობო ჩემი გამოსვლა მინდა დილით მომხდარი ამბით დავიწყო. რუსმა სამხედროებმა კრამატორსკის სადგური დაბომბეს. ერთი უბრალო სადგური, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. არანაირ სამხედრო რაზმი იქ არ ყოფილა. ადამიანები ევაკუაციის დაწყებას ელოდებოდნენ. არსებობს ფაქტები, ვიდეოები და რაკეტის ნარჩენები, თუმცა ადამიანები აღარ არიან. 30-ზე მეტი დაღუპული, 300-ზე დაშვებული და დაჭრილი. ეს პირდაპირ ახლა ხდება. გავიმეორებ რომ ეს უბრალოდ სადგური და უბრალო მოქალაქეები იყვნენ. ასე ვცხოვრობთ უკვე 44 დღეა. ზუსტად ასე იცავს რუსეთი რუსულენოვან უკრაინელებს. მინდა პატივი მივაგო იმ ადამიანების ხსოვნას ვინც რუსულმა ჯარმა და რაკეტებმა იმსხვერპლა.” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსეთი კი ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას და წერს, რომ გავრცელებული ინფორმაცია “პროვოკაცია და აბსოლუტური სიცრუეა”

წინა სტატია„ლიბერთი პარტნიორმა“ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები განაახლა [Video]
შემდეგი სტატიაამ ომის თარიღების ზუსტი გამოცნობა რომ მცოდნოდა, ახლა ვიქნებოდი ფრონტის წინა ხაზზე – მიხეილ სააკაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური