მთავარისიახლეებიპოლიტიკაკელი დეგნანი: უკრაინის დაზვერვის ბრალდებები რუსეთში კონტრაბანდის შეტანის ხელშეწყობაზე სერიოზულია

კელი დეგნანი: უკრაინის დაზვერვის ბრალდებები რუსეთში კონტრაბანდის შეტანის ხელშეწყობაზე სერიოზულია

Published on

 ,,უკრაინის დაზვერვის ბრალდებები რუსეთში კონტრაბანდის შეტანის ხელშეწყობაზე სერიოზულია და ამ საკითხს სჭირდება გარკვევა და ეს უნდა მოხდეს სამთავრობო არხების მეშვეობით, საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის.” -განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა  ჟურნალისტებთან საუბრისას აამასთან მან  დასძინა, რომ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ  არ დაუშვებს  მოხდეს რაიმე მსგავსი დარღვევა”

დეგნანმა აღნიშნა სანქციების მნიშვნელობა და თქვა, რომ ამ საკითხში ერთიანობა მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ეს ომი პუტინმა დაიწყო და მასვე შეუძლია მისი დასრულება.

“ხშირად მესმის, რომ ამბობენ, არავის არ შეუძლია ამ ომის გაჩერებაო. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, პუტინს შეუძლია, იმიტომ, რომ მან დაიწყო ეს ომი. სანქციები არსებობს იმისთვის, რომ მოხდეს მასზე ზეწოლა და ეს უნდა იყოს თანმიმდევრული, ერთიანი და მას უნდა ემორჩილებოდეს ყველა, რომ ეს ზეწოლა განხორციელდეს და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას დიდი ყურადღებით დავაკვირდებით”, — აღნიშნა კელი დეგნანმა.

 

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...