მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში 11 აპრილიდან ამოქმედდება რეცეპტის გამოწერის ახალი სისტემა

საქართველოში 11 აპრილიდან ამოქმედდება რეცეპტის გამოწერის ახალი სისტემა

Published on

 

საქართველოში 11 აპრილიდან ამოქმედდება რეცეპტის გამოწერის ახალი სისტემა, რომლითაც ექიმს აღარ შეეძლება პაციენტს მიუთითოს, კონკრეტულად რომელი სავაჭრო დასახელებით იყიდოს წამალი. კონკრეტული სავაჭრო დასახელებით წამლის გამოწერა საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკაა – არის შემთხვევები, როცა ამის სანაცვლოდ ექიმები მწარმოებელი ან სააფთიაქო ქსელებიდან დამატებით ანაზღაურებასაც კი იღებენ.

“რეფორმა, რომელიც ფარმაცევტული სექტორის მიმართულებით ტარდება, მიზნად ისახავს, რომ მოსახლეობას ჰქონდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტი მისაღებ ფასად… [ამაში დაგვეხმარება] კონკურენციის გაძლიერება ყველა დონეზე – თავად მედიკამენტის მწარმოებელ ქვეყნებს შორის”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

მანვე ახსნა, რომ ექიმს ახალი სისტემის სრულად ამოქმედების შემდეგ რეცეპტში შეეძლება მიუთითოს სამკურნალოდ საჭირო აქტიური ნივთიერება, კონკრეტული დასახელების წამალი კი ფასისა და მწარმოებლის მიხედვით პაციენტმა აფთიაქში უნდა შეარჩიოს.

“აქამდე ეს პროცესი იყო გამორიცხული – ექიმი წერდა იმ მედიკამენტს, რომელიც მიაჩნდა, რომ იქნებოდა ეფექტური… აფთიაქში მისვლის დროს ფარმაცევტი ვალდებულია პაციენტს არჩევანის შესაძლებლობა მისცეს – შედარება უნდა მოხდეს იმ მედიკამენტებს შორის, რომლებსაც ერთმანეთის ჩანაცვლება შეუძლიათ”, – თქვა მინისტრის მოადგილემ

შეთავაზებულ მედიკამენტს უნდა ჰქონდეს GMP სტანდარტის დამადასტურებელი აღიარება ან იყოს საქართველოში რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტი – იქნება ე.წ. პოზიტიური სია, რომელზეც ფარმაცევტს ექნება წვდომა.

თამარ გაბუნიას თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მედიკამენტს ექნება ე.წ. პოზიტიური სია. წამლების ნაწილზე “გენერიკული რეცეპტი” არ გამოიწერება.

“არჩევანი აუცილებლად უნდა მოხდეს ხარისხიან და ერთმანეთთან შედარებად მედიკამენტებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ ერთმანეთის ჩანაცვლება… [პოზიტიურ სიაში] ვერ მოხვდება ვიწრო თერაპიული ინდექსის მქონე მედიკამენტები, რომლებსაც იმდენად სპეციფიკური დოზირება სჭირდება, რომ აუცილებლად უნდა დანიშნოს”, – თქვა თამარ გაბუნიამ.

ამ ახალი სისტემის დანერგვასთან ერთად, ქვეყანა გადავიდა ელექტრონულად რეცეპტების გამოწერის სისტემაზე – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ასე გააკონტროლებენ, რა პრაქტიკა ინერგება.

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ 10 იანვარს გამოაქვეყნა ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიში, რომელშიც განხილულია მედიკამენტებზე ფასნამატის, ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის გარიგებებისა და ფარმაცევტული ბიზნესის დარეგულირების საკითხები. კონკურენციის სააგენტოს დათვლით, შესაბამისი რეგულირების და მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების შემთხვევაში, მედიკამენტებზე წლიური დანაზოგი შესაძლოა იყოს 250 მილიონ ლარამდე.

სიახლეები

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...