მთავარისიახლეებისამართალი"დამბრალებელს მოვუტ*** დედის ტ**კი..." - დათო შენგელია "ლაგუნა ვერეს" გარჩევასთან კავშირს უარყოფს

“დამბრალებელს მოვუტ*** დედის ტ**კი…” – დათო შენგელია “ლაგუნა ვერეს” გარჩევასთან კავშირს უარყოფს

Published on

“ლაგუნა ვერესთან” მომხდარ კრიმინალურ გარჩევასთან კავშირს, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა, “ტყის ძმების” მეთაური დათო შენგელია კატეგორიულად უარყოფს.

“მთავარმა არხმა” გაარკვია, რომ კრიმინალური გარჩევა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას ძმას, კონსტანტინე ქობულიასა და “ტყის ძმების” ყოფილ მეთაურს დათო შენგელიას შორის არსებული დავის გამო დაიწყო და სწორედ ამ დავის მოგვარებაში იყვნენ ჩართული იკა ყალიჩავა და ლევან მარღია.

 
თავად დათო შენგელია  ამბობს, რომ ყოფილ მინისტრ ქობულიას, მით უმეტეს, ქობულიას ძმას, საერთოდ არ იცნობს და ვერც დავა ექნებოდა.
 

„ვინც მაგას ამბობს, მაგის ოჯახი ამოწყდეს. ტყუილს ამბობს და დამბრალებელს მოვუტ*** დედის ტ**კი და მაგის გამკეთებელსაც. რა შუაში ვარ მე?! ქობულია ვინ არის აზრზე არ ვარ. საერთოდ ბაიბურში არ ვარ, ვინ არის არ ვიცი“, – ამბობს დავით შენგელია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო – იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და განზრახ მკვლელობის მუხლებით.

რა მოხდა “ლაგუნა ვერესთან” – რას წერენ რუსული კრიმინალური საიტები “ქურდულ” გარჩევაზე

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...