რა მოხდა “ლაგუნა ვერესთან” – რას წერენ რუსული კრიმინალური საიტები “ქურდულ” გარჩევაზე

0
842
2 ადამიანი მოკლულია, 5 კი დაჭრილი, რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა – ასე დასრულდა თბილისში, “ლაგუნა ვერესთან” მომხდარი “ქურდული” გარჩევა, რომელიც დაპირისპირებასა და იარაღის გამოყენებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც დაპირისპირებულმა მხარეებმა საერთო ენის გამონახვა ვერ მოახერხეს.
 
საინტერესოა, რას წერენ რუსული, კრიმინალურ თემებზე ორიენტირებული საიტები, რომლებიც, როგორც წესი, წყაროების სიმრავლით გამოირჩევიან.
 
რამდენიმე რუსულ საიტზე გავრცელებული ინფორმაციით, დავა ცნობილი სოხუმელი “კანონიერი ქურდის” ღუტუ ყალიჩავას შვილის – იკას და ასევე ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტისა და “ქურდის” ლევან მარღიას შორის არსებულ უთანხმოებას უკავშირდებოდა.
 
ცხადია, იკა ყალიჩავა და ლევან მარღია თბილისში ვერ ჩავიდოდნენ და მათ იქ “წარმომადგენლები” ჰყავდათ მივლინებული. მაგალითად, იკა ყალიჩავას წარმოადგენდა ზუგდიდის “მაყურებელი” ხვიჩა ცხაკაია.
ცნობილია, რომ გარჩევამდე ცოტა ხნით ადრე ის თურქეთში იმყოფებოდა და იკა ყალიჩავას შეხვდა. ზოგი საიტი იმასაც წერს, რომ იკა ყალიჩავა და ლევან მარღია ადრე ერთი განშტოების (ე.წ. ჯანგველაძის კლანის წარმომადგენლები იყვნენ, მაგრამ ბოლო დროს მათი გზები გაიყარა).
 
ირაკლი ყალიჩავას რუსული საიტები ახასიათებენ, როგორც პირდაპირ, ხისტ “კანონიერ ქურდს” და იქვე აღნიშნავენ, რომ ასეთივე იყო მამამისი, კრიმინალურ სამყაროში კარგად ცნობილი “ღუტუ” ყალიჩავა.

ისიც აღსანიშნავია, რომ იკა ყალიჩავა მეგობრობს კრიმინალური სამყაროს ერთერთ ყველაზე გავლენიან, შაქრო კალაშოვთან დაპირისპირებულ სოხუმელ “კანონიერ ქურდთან” მერაბ ჯანგველაძესთან.

 
“კრიმინალ.რუ” წერს, რომ, მისი წყაროს ინფორმაციით, გარჩევაში ჩართული იყო რუსეთში მყოფი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდიც, მაგრამ მისი ვინაობა არ სახელდება.
 
გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ რუსეთში მცხოვრები ე.წ. “კანონიერი ქურდი” ჩაერთო გარჩევის დროს ტელეფონით (“სკაიპის” მეშვეობით) და გარჩევის ერთერთ მონაწილეს, რომელმაც სიტყვა შეაწყვეტინა, უხეშად მიმართა, ამ უკანასკნელის მიერ სიტყვის შემობრუნების შემდეგ კი სიტუაცია უმართავი გახდა, რადგან ხვიჩა ცხაკაიამ “ქურდისთვის” სიტყვის შემბრუნებელს ხელი სახეში გაარტყა.
 
ამის შემდეგ საქმეში იარაღი ჩაერთო, რომელიც ორივე მხარის წარმომადგენლებს ჰქონდათ. სწორედ ორმხრივი სროლის დროს მოკლეს ორი ადამიანი, ხვიჩა ცხაკაია და კიდევ სამი პირი კი დაჭრეს.
 
რაც შეეხება ქართულ მედიასაშუალებებს, “მთავარმა არხმა” გაარკვია, რომ კრიმინალური გარჩევა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას ძმას, კონსტანტინე ქობულიასა და “ტყის ძმების” ყოფილ მეთაურს დათო შენგელიას შორის არსებული დავის გამო დაიწყო და სწორედ ამ დავის მოგვარებაში იყვნენ ჩართული იკა ყალიჩავა და ლევან მარღია.
 
თავად დათო შენგელია კატეგორიულად უარყოფს “ლაგუნა ვერესთან” არსებულ დაპირისპირებაში მონაწილეობას და ამბობს, რომ ქობულიას, მით უმეტეს, ქობულიას ძმას საერთოდ არ იცნობს და ვერც დავა ექნებოდა.
 
„ვინც მაგას ამბობს, მაგის ოჯახი ამოწყდეს. ტყუილს ამბობს და დამბრალებელს მოვუტ*** დედის ტ**კი და მაგის გამკეთებელსაც. რა შუაში ვარ მე?! ქობულია ვინ არის აზრზე არ ვარ. საერთოდ ბაიბურში არ ვარ, ვინ არის არ ვიცი“, – ამბობს დავით შენგელია.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო – იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და განზრახ მკვლელობის მუხლებით.
წინა სტატიამოსკოვში ერთდროულად დაიწვა ФСБ-ს მაღალჩინოსნების 4 ავტომანქანა [video]
შემდეგი სტატია“დამბრალებელს მოვუტ*** დედის ტ**კი…” – დათო შენგელია “ლაგუნა ვერეს” გარჩევასთან კავშირს უარყოფს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური