მთავარისიახლეებისაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში რუსეთმა 2 000 სამხედრო გაგზავნა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში რუსეთმა 2 000 სამხედრო გაგზავნა

Published on

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად 2 000 სამხედრო გაგზავნა.

გენშტაბის ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან უკრაინაში 1 200 სამხედროა გადაყვანილი, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთიდან – 800.

“რუსეთის შეიარაღებული ძალების შევსების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში გადმოსროლილია ცხინვალის მე-4 და აფხაზეთის მე-7 სამხედრო ბაზების დანაყოფები. სულ 2 000 ადამიანი. 1 აპრილიდან კი საოკუპაციო ძალები დროებით ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში მორიგ სამობილიზაციო ტალღას დაიწყებს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს პირადი შემადგენლობის დაკომპლექტებაში პრობლემები აქვს. მაგალითად, 47-ე სატანკო დივიზიის სამხედროებმა კონტრაქტის გაწყვეტა და სამხედრო სამსახურის მუდმივი დისლოკაციის ადგილზე გაგრძელება მოითხოვეს”, – განაცხადეს უკრაინის გენშტაბში.

სიახლეები

ევროპული საბჭო საქართველოს საკითხზე 18 ნოემბერს იმსჯელებს

ევროპული საბჭო საქართველოს საკითხზე 18 ნოემბერს იმსჯელებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში...

“არა რუსულ არჩევნებს!” -დღეს, თბილისში აქცია-მსვლელობა 15:00 საათიდან დაიწყება

არა რუსულ არჩევნებს!" - დღეს, თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოეწყობა. ოპოზიციური პარტიების: "კოალიცია ცვლილებისთვის",...

არა რუსულ არჩევნებს! – 9 ნოემბერს, 15:00 საათზე, პროევროპული ოპოზიცია მსვლელობას მართავს

ხვალ, 9 ნოემბერს, პროევროპული ოპოზიცია საპროტესტო აქციას გამართავს. "კოალიცია ცვლილებისთვის" ინფორმაციით, შეკრება ორ ლოკაციაზე,...

იანვარ-სექტემბერში საქართველოში 4 107 ავარია მოხდა და 301 ადამიანი ემსხვერპლა

მიმდინარე წელს საქართველოში 4 107 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა. 2024 წლის 9 თვეში ავარიებს 301...