მთავარისიახლეები"არა რუსულ არჩევნებს!" -დღეს, თბილისში აქცია-მსვლელობა 15:00 საათიდან დაიწყება

“არა რუსულ არჩევნებს!” -დღეს, თბილისში აქცია-მსვლელობა 15:00 საათიდან დაიწყება

Published on

არა რუსულ არჩევნებს!” – დღეს, თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოეწყობა. ოპოზიციური პარტიების: “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ძლიერი საქართველოსა” და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა, 15:00 საათზე, ორი ლოკაციიდან, მეტროსადგური სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მეტროსადგური მარჯანიშვილიდან დაიწყება.

მსვლელობას ოპოზიციურ პარტიებთან ერთად უერთდებიან სტუდენტები, აქტივისტები, სამოქალაქო სექტორი და მოქალაქეები. მათი თქმით, მნიშვნელოვანია აქციას ბევრი ადამიანი შეუერთდეს და ოლიგარქ ივანიშვილსა და საერთაშორისო პარტნიორებს დაანახონ სად დგას ქართველი ხალხი.

“ყველაფერი ცხადი და ნათელია. დასავლეთი დგას ქართველი ხალხის გვერდით იმიტომ, რომ მათ არჩევნებთან ერთად მოგვპარეს ჩვენი ევროპული მომავალი. ამიტომ თუ გვსურს გავხდეთ ევროკავშირის წევრები, მნიშვნელოვანია დავიბრუნოთ როგორც საარჩევნო უფლება, ასევე დავიბრუნოთ ის შანსი, რომელიც გვაქვს ჩვენ მოცემული ევროპისგან და ევროკავშირისგან. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ ჩაინიშნოს ახალი არჩევნები, ამისთვის კი საჭიროა მყისიერი, პერმანენტული პროტესტი,” – განაცხადა “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, ნიკა ფარულავამ.

ამ დროისთვის, უცნობია მსვლელობის კონკრეტული მარშრუტი.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...