მთავარისიახლეებიკოლექტიური თავდაცვა - რას გულისხმობს NATO-ს მე-5 მუხლი

კოლექტიური თავდაცვა – რას გულისხმობს NATO-ს მე-5 მუხლი

Published on

რას გულისხმობს NATO-ს მე-5 მუხლი – კოლექტიური თავდაცვის პრინციპი ნატოს ხელშეკრულების უმთავრესი საფუძველია. ის არის უნიკალური და მუდმივი პრინციპი, რომელიც აკავშირებს ალიანსის წევრებს ერთმანეთთან და ავალდებულებს მათ დაიცვან ერთმანეთი.

პრინციპი მიზნად ისახავს პოტენციური მოწინააღმდეგეების შეკავებას ნატოს წევრებზე თავდასხმისგან. მე-5 მუხლი იძლევა გარანტიას, რომ მთელი ალიანსის რესურსები შეიძლება გამოყენებულ იქნას რომელიმე წევრი ქვეყნის დასაცავად. ეს გადამწყვეტია მრავალი პატარა ქვეყნისთვის, რომლებიც დაუცველები იქნებოდნენ მოკავშირეების გარეშე. მაგალითად ისლანდია – რომელსაც არ ჰყავს მუდმივი ჯარი.

მეხუთე მუხლში ხაზგასმულია ისიც, რომ კოლექტიური თავდაცვის ზომები, მათ შორის, „სამხედრო ძალა“ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ.

კოლექტიური თავდაცვა ნიშნავს, რომ თავდასხმა ერთ მოკავშირზე განიხილება, როგორც თავდასხმა ყველა მოკავშირეზე;
კოლექტიური თავდაცვის პრინციპი გათვალისწინებულია ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლში.
ნატომ თავის ისტორიაში პირველად აამოქმედა მე-5 მუხლი, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ.
ნატომ არაერთხელ მიიღო კოლექტიური თავდაცვის ზომები, მათ შორის სირიაში შექმნილი სიტუაციისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ.
ნატოს ჰყავს აქტიური ძალები, რომლებიც ხელს უწყობენ ალიანსის კოლექტიურ მუდმივ თავდაცვას.
მე-5 მუხლის მიხედვით, მოკავშირეებს შეუძლიათ გაუწიონ ნებისმიერი სახის დახმარება, რომელსაც საჭიროდ ჩათვლიან სიტუაციაზე რეაგირებისთვის. ეს არის თითოეული მოკავშირის ინდივიდუალური ვალდებულება და თითოეული მოკავშირე პასუხისმგებელია განსაზღვროს, თუ რას მიიჩნევს საჭიროდ კონკრეტულ გარემოებებში.

თითოეული ქვეყანა გაივლის კონსულტაციას სხვა წევრებთან, იმის გათვალისწინებით, რომ საბოლოო მიზანი, „ჩრდილოატლანტიკური ზონის უსაფრთხოების აღდგენა და შენარჩუნება“ იქნას მიღწეული.

სიახლეები

ევროკავშირში “ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტაბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო

ევროკავშირში "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო. ინფორმაციას ბრიუსელი ადასტურებს. ევროკომისიამ უვიზო რეჟიმის...

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ...

პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“...

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა- მარკ რუტე

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა, მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ ახლა, ხვალ და...