მთავარისიახლეებიპოლიტიკაწალენჯიხაში გახარიას პარტიიდან საკრებულოს წევრი გელა აბულაძე სავარაუდო დარღვევაზე დააკავეს

წალენჯიხაში გახარიას პარტიიდან საკრებულოს წევრი გელა აბულაძე სავარაუდო დარღვევაზე დააკავეს

Published on

წალენჯიხაში გახარიას პარტიიდან საკრებულოს წევრი, გელა აბულაძე დააკავეს.დაკავებამდე 3 დღით ადრე გელა აბულაძეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პრობლემების შექმნით დაემუქრნენ.  ოპოზიციას საკრებულოში უმრავლესობა აქვს. იმ შემთხვევაში, თუ გელა აბულაძე საკრებულოში ვერ დაბრუნდება, ოპოზიცია მას დაკარგავს.

ანტიკორუფციულმა სამსახურმა გელა აბულაძის მიმართ გამოძიება 2021 წლის 23 აგვისტოს დიდიხნის წინანდელ სავარაუდო დარღვევაზე დაიწყო. 

როგორც წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე, კორნელი სალია ამბობს , გელა აბულაძე წალენჯიხაში საკუთარ სახლთან დილით დააკავეს.  უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო   მას თაღლითობას ედავება, კერძოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უკანონო მითვისებას,  რადგან, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვით ადრე, სწორედ ამ საკითხზე იყო დაბარებული გამოკითხვაზე

„ბრალდება, როგორც ვიცი, ეხება 2017 წელს, თითქოს, მის მიერ სახელმწიფო მიწის მითვისებას. მას 2017 წელს აქვს დარეგისტრირებული სახელმწიფოსგან მიწა. იმ პერიოდში ის იყო რიგითი მეწარმე“, – ამბობს კორნელი სალია.

“არსებული ინფორმაციით, , რომ 2020 წლის პირველ ნახევარში, საკრებულოს წევრი დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში და მასთან დაახლოებულ პირებზე და ნათესავებზე, საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტის ყალბად დამზადება მოსთხოვა. თითქოსდა მათზე საკარმიდამო მეურნეობის მოწყობის მიზნით, გაცემული იყო ე.წ. „ლეციმინტიეს“ უბანში მდებარე ფერმის და მის მომიჯნავედ არსებული ტერიტორია. მისი თხოვნის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, საკრებულოს წევრის მიერ მითითებული პირების სახელზე შეადგინა მიწის იდენტობის დამდგენი ყალბი ცნობები, რის საფუძველზეც ზემოაღნიშნულმა პირებმა საჯარო რეესტრის მეშვეობით, თაღლითურად საკუთრებაში დაირეგისტრირეს 406 250 ლარის ღირებულების 100 083 კვ.მ. 9 მიწის ნაკვეთი.

გამოძიების ფარგლებში ბრალდება ასევე წარედგინებათ ყველა ზემოაღნიშნულ პირს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე მიმდინარეობს”. – აცხადებს სუს-ი. 

 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...