რუსი ოკუპანტები უკრაინელებმა ამჯერად სლავუტიჩიდან გააძევეს, ქალაქის თავზე უკრაინის დროშა ფრიალებს

0
324

“რუსმა ოკუპანტებმა სლავუტიჩი დატოვეს, ქალაქის თავზე უკრაინის დროშა ფრიალებს” – ამის შესახებ Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში მერმა, იური ფომიჩოვმა ისაუბრა. ეს არის ქალაქი, რომელიც ჩერნობილის მახლობლად მდებარეობს და სადაც ძირითადად ქარხანაში დასაქმებულები ცხოვრობდნენ.

მან უარყო ბრალდებები, რომ ადგილობრივი ხელისუფლება თანამშრომლობს ოკუპანტებთან და მათ ჰუმანიტარული დახმარება სთხოვა.

“ჩვენ არ ვთანამშრომლობთ ოკუპანტებთან, მათ გააკეთეს ის, რაც უნდოდათ, შეამოწმეს ქალაქი, დღეს დაასრულეს და დატოვეს ქალაქი, ახლა ქალაქში არ არიან, ჩვენ ყველა პრობლემას ჩვენ თვითონ მოვაგვარებთ. ჩვენ არ გვჭირდება გათამაშება, ჰუმანიტარული დახმარება, ყველაფერი საკმარისი გვაქვს. ჩვენ გვეხმარებიან უკრაინის ყველა ქალაქიდან”, – განაცხადა ფომიჩოვმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტები სლავუტიჩში 26 მარტს შევიდნენ.

წინა სტატიადღეს, 28 მარტს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება
შემდეგი სტატია,,თუ დათანხმდებით, კიევში ჩემს ტრანსფერს მესამე დიდი ევროპული ქვეყანა განახორციელებს” – მიხეილ სააკაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური