რუსეთის მიზნები დაპატარავდა – ბაიდენმა გუშინ ორიოდ სიტყვით მოუღო ბოლო პუტინის ბირთვულ შანტაჟას

0
268
ბაიდენის ვიზიტი ევროპაში ჯერ არ დასრულებულა. ვარშავაში ხვალ მისი დიდი გამოსვლა იგეგმება, რომელშიც უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრებს და ვიზიტს შეაჯამებს.
მაგრამ, მთავარი რამ გუშინ, 25 მარტს ბრიუსელში ითქვა. გუშინ ბაიდენმა წერტილი დაუსვა პუტინის მრავალთვიან ბირთვულ შანტაჟს. პრაქტიკულად, ამ განცხადებით, ბაიდენმა ნატო-ს საზღვარი უკრაინა-რუსეთის საზღვარზე გაავლო. ამისთვის მას მხოლოდ სამი სიტყვის თქმა დასჭირდა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორი იქნებოდა აშშ-ს რეაქცია რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, მან უპასუხა: We would respond. პასუხს გავცემთო.
„უკრაინას მხარს ვუჭერთ, მაგრამ ის ალიანსის წევრი არაა და ჩვენ ალიანსის ტეროტორიის ყოველ კვარდატულ სანტიმეტრს დავიცავთ“ ამბავი დამთავრდა. აშშ და ნატო უპასუხებენ რუსეთს, თუკი ის უკრაინაში მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებს! მორჩა.
ეს ნიშნავს, რომ  დასავლეთმა (და, პირველ რიგში, აშშ-მ) გადალახა რუსეთის ბირთვული მუქარის ჰიპნოტური შიში, და აგრესორს უპასუხა, დაარტყამ უკრაინას? დაგარტყამთ შენ! ბრიუსელში ეს ბაიდენმა თავის ნატოელ მოკავშირეებს კარგად აუხსნა. დანარჩენი, რაზეც ნატო-ს, ევროკავშირის და G7-ის სამიტებზე შეთანხმდნენ, მათ შორის რუსეთის ენერგიისგან უსწრაფესი ჩახსნა, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე 100 ათასი ამერიკელი ჯარისკაცის დისლოცირება, სტრატეგიულად უკიდურესად მნიშვნელოვანია. მაგრამ, ამ ვიზიტის მთავარი მოვლენა იყო რუსეთისთვის (და არ მხოლოდ) იმ გადაწყვეტილების შეტყობინება, რომელიც ამერიკამ კვირის დასაწყისში მიიღო.
აშშ-ს ბირთვული სტრატეგია შეიცვალა. ამერიკა ახლა მზადაა რუსეთს შესაბამისი პასუხი გასცეს. და ამის შესახებ პუტინმა თავისუფალი სამყაროს ლიდერისგან პირდაპირ ეთერში შეიტყო.
ბაიდენის გუშინდელ განცხადებას, დღეს რუსული გენშტაბის განცხადება მოყვა: ,, უკრაინის საბრძოლო  პოტენციალმა მნიშნელოვნად იკლო, ეს საშუალებას გვაძლევს  ძირითადი  ძალისხმევა  მივმართოთ მთავარ მიზანზე – დონბასის გათავისუფლებაზე.
,,მაშ,  მთავარი მიზანი ახლა „დონბასის განთავისუფლება“ გახდა? ეგ როდიდან? გუშინდელი დღიდან ხომ არა? აბა დენაციფიკაციაო, დემილიტარიზაციაო, ნეიტრალური სტატუსიო, ყირიმის და ლუგანპ დონის აღიარებაო? 
არა და, მხოლოდ სამი სიტყვა თქვა ბერიკაცმა, სამად-სამი. ქართულად სულაც ორი გამოდის „პასუხს გაგცემთო“.” – ასე აფასებს გუშინდელ დღეს ანალიტიკოსი კახა ლომაია
წინა სტატიადავით გობეჯიშვილი – უკრაინაში დაღუპული მეოთხე ქართველი გმირი
შემდეგი სტატიაუკრაინას – წალენჯიხის მოქალაქეებისგან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური