რუსეთის მე-4 სატანკო დივიზიის მე-13 სატანკო პოლკის მეთაურმა თავი მოიკლა მან ტყვია თავი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიხალა მას შემდეგ, რაც დასაწყობებული სამხედრო ტექნიკა გაძარცვული აღმოჩნდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო NEXTA უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის მე-13 სატანკო პოლკის მეთაურის ვინაობა არ კონკრეტდება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთი ცდილობს შექმნას ადგილები დროებით მწყობრიდან გამოსული ტექნიკის შესანახად, თუმცა მათ დასაწყობებული ტექნიკა ხშირად გაძარცვული ხვდებათ. ასე მოხდა ამჯერადაც – რუსეთის საბრძოლო მანქანებიდან სრულად მოიპარეს ძვირფასი ლითონების შემცველი აღჭურვილობა. კერძოდ, რუსეთის მე-4 დივიზიამ აღმოაჩინა, რომ 10 ტანკიდან მხოლოდ 1 იყო მწყობრში. ზოგიერთი მათგანის დაზიანება კი ძარცვითაც არ არის გამოწვეული.