მთავარისიახლეებისაზოგადოებარიკოთის უღელტეხილზე თბილისიდან ზუგდიდისკენ მოძრავ ავტობუსს ხიფათი შეემთხვა

რიკოთის უღელტეხილზე თბილისიდან ზუგდიდისკენ მოძრავ ავტობუსს ხიფათი შეემთხვა

Published on

 რიკოთის უღელტეხილზე ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო ავტობუსს ავტოავარია შეემთხვა.

ტერიტორიაზე, სადაც სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანია ახორციელებს, მიწის მასა ჩამოიშალა და ტრანსპორტი დააზიანა. საბედნიეროდ, ავტობუსის მძღოლმა იმარჯვა და მგზავრები ხიფათს გამოარიდა. შემთხვევის შედეგად 1 პირი მსუბუქად დაშავდა.  მალევე თბილისიდან სხვა ავტობუსი გამოიძახეს და მგზავრები ზუგდიდში უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს. 

ავარიის შემსწრენი  ვარაუდობენ, რომ   მიწის ჩამოშლა ან უამინდობასთან   ერთად  უხარისხოდ გაკეთებულმა ჯებირმა გამოიწვია, ან არასწორად მიმდინარე საგზაო სამუშაოებმა, მათი თქმთ, შემთხვევის დროს ადგილზე ტრაქტორი მუშაობდა და გზას ჭრიდა. 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...