რუსმა ოკუპანტებმა ენერგოდარის ვიცე-მერი გაიტაცეს

0
242

რუსმა ოკუპანტებმა ენერგოდარის ვიცე-მერი, ივან სამოიდიუკი გაიტაცეს. ინფორმაციას ქალაქის მერი, დმიტრო ორლოვი ავრცელებს.

“ძვირფასო ერეგოდარელებო, ოკუპანტები დიდხანს ცდილობდნენ, მათთან თანამშრომლობაზე დავეთანხმებინეთ, თუმცა ვერაფერს მიაღწიეს. ბოლოს კი დანაშაულზე წავიდნენ და მერის პირველი მოადგილე, ივან სამოიდიუკი გაიტაცეს! არ ვიცით რა მდგომარეობაშია! გუშინდელი დღის შემდეგ მასთან კონტაქტი არ მქონია, დღეს კი დადასტურებული ინფორმაცია მივიღეთ, რომ ცინიკურად გაიტაცეს!

ოკუპანტები ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ ენერგოდარის მოსახლეობაზეც. აგრძელებენ იმ ენერგოდარელების ძიებას, რომელთა პრინციპულ პოზიციასაც საფრთხედ თვლიან”, – წერს დმიტრო ორლოვი Facebook-ზე.

წინა სტატიაუკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს რამდენიმე საათში პოლონეთში გადაასვენებენ
შემდეგი სტატიადღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება – სხდომას მესამე პრეზიდენტი დაესწრება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური