უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს რამდენიმე საათში პოლონეთში გადაასვენებენ

0
245

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ცხედრებს რამდენიმე საათში პოლონეთში გადაასვენებენ. სწორედ პოლონეთიდან მოხდება დაღუპული გმირების სამშობლოში ჩამოსვენება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

დავით რატიანი და გია ბერიაშვილი ოკუპანტებთან ბრძოლისას ქალაქ ირპენთან დაიღუპნენ, რაც შეეხება ბახვა ჩიქობავას, ის რუსი აგრესორების მიერ განხორციელებულ დაბომბვას ქალაქ მარიუპოლში ემსხვერპლა.

ქართველი სამხედროები, რომლებიც რუსების წინააღმდეგ ფრონტის წინა ხაზზე ამ წუთებშიც იბრძვიან, ამბობენ, რომ მათი თანამებრძოლების გარდაცვალება უშედეგოდ არ ჩაივლის და კიევი თავისუფლებისთვის ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს.

წინა სტატიაშემოდიან ტერორისტული ჯგუფები, მათი მიზანი ქვეყნის ხელისუფლების ლიკვიდაციაა – დაზვერვა
შემდეგი სტატიარუსმა ოკუპანტებმა ენერგოდარის ვიცე-მერი გაიტაცეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური