გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

0
292

საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას ენმ-ს დეპუტატი ხატია დეკანოიძე ავრცელებს.

“ძალიან საპასუხისმგებლო და უმნიშვნელოვანესი საქმეა ომის პირობებში” – აღნიშნავს დეკანოიძე.

გიორგი ლორთქიფანიძე ოდესის ოლქის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსიც იყო, ის 2016 წელს გადადგა.

შს მინისტრის ყოფილი მოადგილისთვის საქართველოს პროკურატურას ორი ბრალი აქვს წარდგენილი – გიორგი ლორთქიფანიძეს მიხეილ სააკაშვილის დახმარებას ედავებიან   საქართველოს საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეში.

გარდა ამისა, მას ბრალი 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის საქმეზე აქვს წარდგენილი  – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის. გიორგი ლორთქიფანიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

წინა სტატიაენტონი ბლინკენი: ვერ ვხედავ ახლა ნიშნებს, რომ პუტინი მზად არის შეჩერებისთვის”
შემდეგი სტატიაქართული ოცნება არც კი განიხილავს ოპოზიციის ინიციატივას   მოწვეულ იქნას პარლამენტში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური