მთავარისიახლეებიპოლიტიკაქართული ოცნება არც კი განიხილავს ოპოზიციის ინიციატივას   მოწვეულ იქნას პარლამენტში პრეზიდენტი...

ქართული ოცნება არც კი განიხილავს ოპოზიციის ინიციატივას   მოწვეულ იქნას პარლამენტში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

Published on

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პასუხობს ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას საქართველოს პარლამენტმა  მოიწვიოს სესიაზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. “ხაგზასმით ვამბობ, ნაციონალური მოძრაობისა და ლელოს არცერთ ინიციატივას, რომელიც შეეხება უკრაინას, ქართული ოცნება არც კი განიხილავს”. იგი “ისტერიას” უწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლების სურვილს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტს მიმართოს. მისი თქმით, ოპოზიციის მიერ შეთავაზებული საკითხების დაყენებას არ აპირებენ.მისი თქმით, ,,აბსურდია, როცა ქართული ოპოზიციის ნაწილი უკრაინის ხელისუფლების სახელით გამოდის და საუბრობს, ვის რა უნდა, ჩართვა უნდა თუ რა უნდა. არც კი ჰკითხეს საერთოდ უკრაინის ხელისუფლებას.” ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა, ზელენსკი ჩაერთოს პარლამენტსსაკვირველია, საქართველოს პარლამენტის წევრს როგორ აქვს უცხო ქვეყნის ადმინისტრაციასთან რა კავშირი აქვს, რატომ საუბრობს მათი სახელით. ამ საკითხზე არანაირი კომუნიკაცია საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებას შორის არ ყოფილა და ეს საკითხი ამითი გარკვეულია რანაირი ინიციატივის დაყენებას არ ვაპირებთ”, – ამბობს პაპუაშვილი.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...