მთავარისიახლეებიეკონომიკასაარსებო მინიმუმი გაიზარდა და ახლა 231,3 ლარია — საქსტატი

საარსებო მინიმუმი გაიზარდა და ახლა 231,3 ლარია — საქსტატი

Published on

მიმდინარე წლის თებერვალში საარსებო მინიმუმი წლიურად 34,1 ლარით გაიზარდა და “შრომისუნარიანი მამაკაცის” არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობა 231,3 ლარით განისაზღვრა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი აქვეყებს.

კვლევაში, ასევე, აღნიშნულია, რომ თებერვლის თვეში “საშუალო მომხმარებლის” საარსებო მინიმუმი წლიურად 30,2 ლარით არის გაზრდილი და 204,9 ლარს შეადგენს.

საარსებო მინიმუმის ამგვარი ზრდა ქვეყანაში არსებულ მაღალ ინფლაციას უკავშირდება. როგორც ცნობილია, თებერვალში წლიური ინფლაცია 13,7% იყო ამასთან, იმავე თვეში წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათზე ფასების ზრდამ მოახდინა. როგორც ცნობილია, საარსებო მინიმუმის გაანგარიშებისას დიდი წილი სწორედ სურსათზე მოდის.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობა როგორც “შრომისუნარიანი მამაკაცისთვის” 5,1 ლარით, ხოლო “საშუალო მომხმარებლისთვის” 4,5 ლარით არის გაზრდილი.

საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს 2004 წლიდან იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშობს, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია “საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

მინიმალური სასურსათო კალათა 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს. საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი 70%-ით, ხოლო არასასურსათო ხარჯების წილი 30%-ით განისაზღვრება.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...