მთავარისიახლეებიპოლიტიკაგარი კასპაროვი: აგრესორი ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა გადაიხადონ საზღაური იმისთვის, რომ 22 წელი...

გარი კასპაროვი: აგრესორი ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა გადაიხადონ საზღაური იმისთვის, რომ 22 წელი ამ მახინჯს (პუტინს) უჭერდნენ მხარს

Published on

“შეწყვიტეთ უდანაშაულო მოქალაქეებზე საუბარი. უდანაშაულო მოქალაქეებს დღეს რუსეთი კიევსა და ხარკოვში ბომბავს.”

შეწყვიტეთ ისტერიკა, დიახ, რუსეთის მოქალაქეებს ცუდი დრო დაუდგათ, იმიტომ რომ ისინი აგრესორი ქვეყნის მოქალაქეები არიან. უნდა გადაიხადონ საზღაური იმისთვის, რომ 22 წელი ამ მახინჯს(პუტინს) უჭერდნენ მხარს. – ცნობილმა მოჭადრაკემ და პოლიტიკურმა აქტივისტმა გარი კასპაროვმა Эхо Москвы-სთან ინტერვიუში  ილაპარაკა სანქციებზე, რომლებიც ცივილურმა სამყარომ რუსეთს, უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესა.

პუტინის სამხედრო მანქანის შეჩერების ერთადერთი გზა არსი სანქციები, მას ფული სჭირდება, ცენტრალურ ბანკში დანაზოგის გაყინვა ერთადერთი გზაა პუტინი უფულოდ დარჩეს. არ იქნება ფული – არ იმუშავებს პოლიცია და ვიღაც კადიროვებიც ვეღარ იქნებიან, იმიტომ რომ აღარ იქნება ფული, ჯარიც გაჩერდება, რომელიც ახლა ისედაც ერთ ადგილს ტკეპნის. ეს არის ტოტალური იზოლაცია, იმიტომ რომ რუსეთი მთელ სამყაროს ბირთვული იარაღით ემუქრება.

ბორის ნემცოვმა 7 წლის წინ პუტინს დიაგნოზი დაუსვა და თქვენ ფიქრობთ წლებთან ერთად პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა? მხოლოდ გაუარესდა, ის დარწმუნებულია, რომ ყველაფერი გაუვა.

უკრაინასთან ომი არის შედეგი სრული დაუსჯელობის, ეგონა კიევში 2-3 დღეში შევიდოდა და თავის მარიონეტს დასვამდა. მადლობა ღმერთს, უკრაინელი ჯარისკაცებისა და ხალხის გმირობამ ის შეაჩერა.

რუსეთის ეკონომიკის ტოტალური განადგურება ამ საზიზღარი რეჟიმის დანგრევის ერთადერთი შანსია. პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის თითოეული მომდევნო დღე ასამარებს ქვეყანას, მის სახელმწიფოებრიობას. და რაც შეეხება სატელევიზიო პროპაგანდას, უკვე მთვრალი სოლოვიოვიც იმაზე ლაპარაკობს, როგორ ცუდად ვართ, ფული რომ არ ექნებათ კაი სანახავი იქნება ეს საძმო, რომელიც წლების განმავლობაში ლანძღავდა დასავლეთს და თავად დასავლეთში დადიოდა სამოგზაუროდ.

სჯობს იმაზე იფიქრონ რა მოუვათ, როდესაც რეჟიმი დაემხობა. ასეა თუ ისე, მოქალაქეებს ფული რომ გაუთავდებათ დაფიქრება მოუწევთ, იქნებ ნავალნის დოკუმენტურიც ნახონ და იკითხონ იმ სასახლის შესახებ რამე. რეჟიმის ბოროტმოქმედება ყველას პასუხისმგებლობაა, გერმანელები საშინელ ფასს იხდიდნენ ჰიტლერის გამო, რომელიც სხვათაშორის მხოლოდ 12 წელი იყო ხელისუფლებაში, აქ კი 22 წელია გასულია”. – ამბობს მოჭადრაკე.

სიახლეები

ევროკავშირში “ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტაბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო

ევროკავშირში "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო. ინფორმაციას ბრიუსელი ადასტურებს. ევროკომისიამ უვიზო რეჟიმის...

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ...

პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“...

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა- მარკ რუტე

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა, მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ ახლა, ხვალ და...