მთავარისიახლეებიმსოფლიოისინი დაბრუნდნენ უკრაინიდან, ოღონდ ასე... - ვის გაუმართლა და ვის არა რუსი...

ისინი დაბრუნდნენ უკრაინიდან, ოღონდ ასე… – ვის გაუმართლა და ვის არა რუსი ჯარისკაცებიდან

Published on

უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსეთი უარყოფდა, რომ მეზობელ ქვეყანაში წვევამდელი ასაკის ჯარისკაცები და სამხედრო მოსამსახურეები გადაისროლა, თუმცა, მოგვიანებით იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ ასე არ არის და რომ უკრაინაში ნამდვილად არიან წვევამდელები.

რუსეთის პირველმა პირმა და მსოფლიოს ნომერ პირველმა აგრესორმა ეს ფაქტი სამხედრო მაღალჩინოსნებს დააბრალა და მათი დასჯა მოითხოვა. 

ვლ. პუტინის ეს აღიარება უკრაინული მხარის მიერ კარგად აწყობილმა მხილების მექანიზმმა განაპირობა: უკრაინელმა სამხედროებმა, მოხალისეებმა, ტერიტორიული თავდაცვის წევრებმა პირველივე დღეებიდან მიიღეს დავალება, რომ აუცილებლად ეპოვათ და გადაეღოთ მოკლული რუსი ჯარისკაცების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და სამხედრო ბილეთები.

მოკლულებს ასეთ დოკუმენტებს ჯიბეებიდან უღებდნენ, ტყვეები კი თავად ასახელებდნენ სამხედრო ნაწილებს, სადაც მსახურობდნენ. ეს მონაცემები უამრავ ტელეგრამ-არხზე და მედიასაშუალებაში ხვდებოდა, ამასთან, ტყვედ აუვანილებს აუცილებლად არეკინებდნენ დედებთან, საუბარს კი იღებდნენ.

ქვეყნდებოდა აუდიოფაილებიც – ოჯახის წევრებთან რუსი ოკუპანტების სატელეფონო საუბრების ჩანაწერები. 

საერთო ჯამში ამ ყველაფერმა ის განაპირობა, რომ უკრაინამ საინფორმაციო ომი, ფაქტობრივად, მოიგო. რუსული მხარე იმასაც კი ვერ ახერხებდა, დაღუპული ან ტყვედ აყვანილი უკრაინელების შესახებ ინფორმაციის გავრცელების პარალელურად, ამ ინფორმაციისთვის მტკიცებულება მიეყოლებინა ფოტოს ან ვიდეოს სახით.

მაგალითად, ფრიად კომიკურად გამოიყურებოდა  ლუგანსკელი სამხედრო მაღალჩინოსანი, რომელმაც განაცხადა, რომ დონბასისთვის ბრძოლის დროს ქართველი მოხალისეები მოკლეს, თუმცა იმის ნაცვლად, რომ ცხედრების ფოტო მაინც გამოექვეყნებინა, წინ დაიდო ჯავშანჟილეტი და ჩაფხუტი, რომელთაც ტალახის ნატამალიც კი არ აჩნდა და სამკერდე ფხრიწზე ეწერა “გოგუა”, თავად რუსმა სამხედრომ კი ამაყად განაცხადა, აი, ქართველი გოგუა მოვკალით და აწი ამ ჯავშანჟილეტს ვერ ჩაიცმევსო…

უკრაინელები კი არ იღლებიან განადგურებული, სახედამახინჯებული, დანაწევრებული ცხედრების ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნებით. ოფიციალური მონაცემებით, რუსულ მხარეს დაღუპულ და დაჭრილ სამხედროთა რიცხვი 12.000 აჭარბებს, მოსკოვი კი ამის მესამედის სიკვდილსაც არ აღიარებს.

რუს ჯარისკაცთა ნაწილს ორმაგად არ გაუმართლა: ხომ დაიღუპნენ, მათი ცხედრებიც კი ვერ ეღირსა ოჯახს. მათ გადასვენებაზე რუსული მხარე არ ზრუნავს და ან ბრძოლის ველზე ტოვებს, ან მობილურ კრემატორიუმში წვავს, ბელორუსის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს, ხოლო უკრაინელებს მტრების ცხედრები დიდად არ ადარდებდათ, სანამ გახრწნას დაიწყებდნენ.

როგორ გამოიყურება მობილური კრემატორიუმი, სადაც რუს ჯარისკაცთა ცხედრებს წვავენ

ახლა, ჯარის ჩავლის შემდეგ, უკრაინელი მოხალისეები გაშლილ ადგილებში მიმოფანტულ ცხედრებს სპეციალურ სანიტარულ პაკეტებში ათავსებენ. სპეცპაკეტზე აწერია: “ოკუპანტი – მიწის საუკეთესო განაყოფიერება”.

ასე რომ, ოკუპანტთაგან ვისაც გაუმართლა, შინ, რუსეთში ბრუნდებიან, ოღონდ “გრუზ200”-ის სახით, ნაწილი ისევ გაშლილ ადგილებზე გაიხრწნება, როგორც კი მზე დააჭერს, ნაწილს მიწა ეღირსა, თუმცა, არა მშობლიური, ნაწილი კი უბრალოდ, ფერფლად იქცა…

-ლაშა ბერულავა-

მოკლულ ოკუპანტთა ცხედრები ბელორუსში გადააქვთ და გაურკვეველი მიმართულებით მიაქვთ – BBC

სიახლეები

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარუდგინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მარნეულის მერის ძმას, ქენალ ისმაილოვს ბრალდება წარუდგინეს....

ცოფის შემთხვევის გამოვლენის გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა

"წალკაში კარანტინი გამოცხადდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი:...

კომუნიკაციების კომისიამ იმედი, პოსტვ, TV პირველი და ფორმულა წერილობით გააფრთხილა

როგორც კომკომი წერს, ტელეკომპანიებმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონი დაარღვიეს. "კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“...

ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოერთმევა

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორის, ანი ლეკიაშვილის განცხადებით, ყოფილ თავდაცვის მინისტრს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების...