მთავარისიახლეებიპოლიტიკაუზომოდ ამაყი ვარ ჩვენი ქართული ჯარით - პრეზიდენტი სააკაშვილი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას...

უზომოდ ამაყი ვარ ჩვენი ქართული ჯარით – პრეზიდენტი სააკაშვილი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

Published on

,,უზომოდ ამაყი ვარ ჩვენი ქართული ჯარით, რომელმაც უმაღლესი კლასი აჩვენა არამხოლოდ ბრძოლაში, არამედ ისე იომა, რომ არავის უფლება არ დაურღვევია, რაც ძალიან რთულია ომის დროს.” – პრეზიდენტი სააკაშვილი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

ძალიან დიდი ისტორიული ამბავი მოხდა – წერს იგი თავის ფეისბუქგვერდზე – ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბოლომდე გაგვამართლა – “ქართული მხარე ახორციელებდა თავდაცვას და მოქმედებდა ომის ყველა წესის დაცვით”. მან სამხედრო დანაშაულში რუსული მხარე ამხილა, გენერალ ბორისოვზე, რომელიც უკვე გარდაცვლილია და ასევე სამ ეთნიკურად ოს რუსეთის მოქალაქეზე, დაპატიმრების ორდერი გასცა.
წულუკიანმა, ივანიშვილის დავალებით, ყველაფერი გააკეთა რომ მე დავედანაშაულებინე და არაფერი გამოუვიდა.
 
ეს სიმართლის ისტორიული გამარჯვებაა. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მყარი გარანტია. ეს არის ჩემი მთლიანად გამართლება.
და ბოლოს, მინდა მივმართო ყველა ქართველს – სადამდე უნდა ითმინოთ, რომ ამხელა გამარჯვების ავტორი ჩემი სახით, ახლა ქართულ ციხეში იჯდეს. და ვინც ამას ითმენს, თუნდაც დღევანდელი დღის შემდეგ, არ შერცხვება?!
ჩემის მხრივ, უზომოდ ამაყი ვარ ჩვენი ქართული ჯარით, რომელმაც უმაღლესი კლასი აჩვენა არამხოლოდ ბრძოლაში, არამედ ისე იომა, რომ არავის უფლება არ დაურღვევია, რაც ძალიან რთულია ომის დროს.
“მძინარე ცხინვალის დაბომბვის” აპოლიგეტებს თუ ღვიძავთ ნეტავ?!”

სიახლეები

საქართველოში ახლა ბნელი ხანაა, ქვეყნის სწრაფვით ავტორიტარიზმისკენ-მაიკლ კარპენტერი

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ყოფილი თანაშემწე მაიკლ კარპენტერი აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ახლა...

ორი დღეა, საბერძნეთში მასობრივ ტყის ხანძრებს ებრძვიან (ვიდეო)

საბერძნეთის რეგიონები მეორე დღეა იწვის – განუწყვეტელი ევაკუაცია მიმდინარეობს პატრასში, ზაკინთოსა და პრევეზაში. ცეცხლი...

უკრაინელებმა 2008 წლის ომში დაჯილდოებული ოსი ბოევიკი მოკლეს

უკრაინელმა მებრძოლებმა ერთ-ერთ ფრონტზე მოკლეს ოსი ბოევიკი არტურ ძასოხოვი, რომლის ცხედარი უკვე ჩავიდა დანიშნულების...

ანასტასია ზინოვკინა პოლიციელს გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს

პროევროპული აქციების დროს დაკავებული ანასტასია ზინოვკინა სკანდალურ ჩვენაბას აძლევს – ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ქალი...