მთავარისიახლეებიმსოფლიოკულება-ლავროვის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

კულება-ლავროვის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

Published on

თურქეთში კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა შეხვედრა უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. კულება-ლავროვის შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. 

როგორც დიმიტრი კულებამ განაცხადა, მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტას განიხილავს მხოლოდ საკუთარი პირობებით, რასაც უკრაინული მხარე ეწინააღმდეგება, აქედან გამომდინარე, შეთანხმება ვერ შედგა. 

სერგეი ლავროვის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს ზელენსკისა და პუტინს შორის პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობაზე და პერსპექტივებზე. 

“ჩვენ არ გვინდა უკრაინის მილიტარიზაცია, არ გვინდა შევინარჩუნოთ ტენდენცია უკრაინაში ნეონაცისტური სახელმწიფოს მშენებლობისკენ” “გვინდა, რომ უკრაინა იყოს ნეიტრალური, ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად ევროპის ქვეყნებისა და რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებზე”, – განაცხადა ლავროვმა. 

ორივე მხარე, ფორმალურად, იმედს გამოთქვამს, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება. 

სიახლეები

ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს! – ნიკა გვარამია

- გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის, ამან წააქცია...

გიორგი კირთაძე ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნას ითხოვს

ასობითი ნაწამები ადამიანი, ასობით ნაცემი ადამიანი, ათობით დაკავებული სინდისის პატიმრები, მზია ამაღლოველი. ამის ფონზე...

ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენა 17:00 საათზე...

პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...