მსხვილ სუპერმარკეტებში შაქრის დეფიციტია – “პანიკური შესყიდვა” ზუგდიდში

0
412

ზუგდიდში, მსხვილი სუპერმარკეტების ქსელში, შაქრის დეფიციტი გაჩნდა. მარაგი, რომელიც მაღაზიათა ქსელს ჰქონდა, ამოწურულია, ახალი შევსება კი ჯერ არ მოსულა. “ორ ნაბიჯში”, “მაგნიტში” და სხვა ქსელებში ზეთის ნაკლებობაცაა. შაქრის დეფიციტია ასევე საბითუმო შესყიდვის ცენტრ “ჯიბეშიც”. რა ხდება? უნდა შევშფოთდეთ თუ ეს დროებითია?

როგორც ირკვევა, ზუგდიდი და ზოგადად, სამეგრელოს რეგიონი, გამონაკლისი არ არის. როგორც აქ, ასევე სხვაგან, დეფიციტი “პანიკურმა შესყიდვამ” გამოიწვია. პანიკურია შესყიდვა, როცა მოარული ხმების გამო (რომლებიც, ხშირად, გადაჭარბებულია) მოსახლეობა ყიდულობს ძირითადი პირველადი მოხმარების პროდუქტის იმ რაოდენობას, რაც მიდინარე და უახლოეს პერიოდში არ დასჭირდება. იქმნება სურათი, როცა ვიღაცას სახლში არა აქვს შაქარი და ზეთი, ამ დროს კი ბევრს, ვინც ჭარბად იყიდა ორივე დასახელების ეს პროდუქცია, სახლში დიდი ხნის მარაგი აქვს. 

სინამდვილეში არც შაქრის და არც ზეთის დეფიციტი მოსალოდნელი არ არის. არის შეფერხება, რადგან საქართველოში, ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან, უამინდობის გამო, პროდუქციით დატვირთული ტრაილერები ქვეყანაში ვერ სემოდიან. როგორც კი ეს პრობლემა მოიხსნება და ცენტრალური საწყობები შეივსება, საქარი და ზეთი რეგიონულ ქსელებშიც გადანაწილდება და დახლებზე ისევ გამოჩნდება. 

იყო თუ არა სხვა დროს შეფერხება ლარსზე და რატომ აისახა ეს შეფერხება მაინცდამაინ ახლა ასე მტკივნეულად ჩვენს მოსახლეობაზე? კი, უამინდობის გამო შეფერხებები ლარსზე ადრეც ყოფილა. მაგრამ შაქრისა და ზეთის, ან სხვა პროდუქციის ახალი მარაგის შემოსვლის შეფერხებას არ გამოუწვევია დეფიციტი. რატომ? პასუხი მარტივია – საქართველოში დატოვებული მარაგი გათვლილია გონივრულ ვადაზე. ამ ვადაში შედის უამინდობით გამოწვეული შეფერხებებიც. მაგრამ პანიკური შესყიდვებს იმიტომაც ჰქვია პანიკური, რომ პანიკა ყველანაირ გათვლას თავდაყირა აყენებს. ამიტომაც, პანიკა საჭირო არ რის – რეალურად, შაქრის და ზეთის ან სხვა პროდუქციის დეფიციტი არ არის მოსალოდნელი. აი, გაძვირება – კი. 

დოროთე გითოლენდია

წინა სტატიაორი კვირის თავზე ოკუპანტებმა უკრაინაში 12.000 ადამიანი და 317 ტანკი დაკარგეს – სრული სია
შემდეგი სტატიადახლებიდან გამქრალი პროდუქტები და ხელოვნურად შექმნილი შაქრის დეფიციტი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური