რუსეთში ოპერირებას კიდევ ერთი უმსხვილესი ბრენდი -Heineken რუსეთში  აჩერებს  

ჰოლანდიურმა ლუდსახარშმა განაცხადა, რომ აჩერებს რუსეთში Heineken-ის ბრენდის ლუდის გაყიდვას, წარმოებას და რეკლამას.

მათი განცხადებით, რუსულ ბაზრებზე ოპერაციებიდან ფინანსურ სარგებელს აღარ მიიღებენ. 

“ჰაინეკენმა” თქვა, რომ გააძლიერებს მხარდაჭერას და შემოწირულობებს პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.