მთავარისიახლეები20 000-ზე ცოტა მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, უპრეცედენტო მატება არ არის -...

20 000-ზე ცოტა მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, უპრეცედენტო მატება არ არის – გომელაური

Published on

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელუარი აცხადებს, რომ საქართველოს საზღვარზე უსაფრთხოება “მაქსიმალურად კონტროლდება”. მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 13 დღეში საქართველოში რუსეთის 20 000-ზე მეტი მოქალაქე შემოვიდა.

“იყო ხშირი საუბარი, თითქოსდა უპრეცედენტოდ მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ საქართველოში. ეს არ არის მართალი. 2020-ში დაკეტილი იყო მთლიანად [საზღვარი] 2019-ს თუ შევადარებთ, არის დაახლოებით 70% შემოსული, რაც მაშინ შემოდიოდა, იმაზე ნაკლებია. ომის დაწყებიდან დღემდე, 13 დღის განმავლობაში არის 20 000 ადამიანზე ცოტა მეტი, 20 100 რაღაცა შემოსული, მაშინ როცა, 2019-ში შემოსული იყო 40 000, ანალოგიურ პერიოდში”, – ამბობს ვახტანგ გომელუარი.

მისივე თქმით, შემოსულებიდან დაახლოებით 3 000 მოქალაქეა, რომელიც შემოვიდა და ჯერ არ გასულა ქვეყნიდან.

“დივერსანტების შემოპარვა სხვა თემაა საერთოდ, ღიად ვერ ვიტყვი რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ, აქტიურად ვმუშაობთ”, – თქვა მან.

მას შემდეგ, რაც დასავლეთი რუსეთსა და ბელარუსს სანქციებს უწესებს მათი მოქალაქეები საქართველოში აქტიურად შემოდიან, მათი ნაწილი ცდილობს ბინების ყიდვას და ბიზნესის დაწყებას.

სიახლეები

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...