უკრაინელი მებრძოლი ქალები რუს ქალებს: წაიყვანეთ თქვენი ქმრები და ძმები, თორემ…[video]

0
566

უკრაინელი მებრძოლი ქალები კიდევ ერთ ვიდეომიმართვას ავრცელებენ, ამჯერად რუსი ქალების საყურადღებოდ და მათ აფრთხილებენ, რომ თუ თავიანთ მამაკაცებს – ქმრებს, მამებსა და ძმებს არ დაურეკავენ და შინ არ წაიყვანენ, მათი სიკვდილი ქალების სინდისზე იქნება. 

“8 მარტს, საერთაშორისო ქალთა დღეს, სიცოცხლის კიდევ ერთი დღე ვაჩუქეთ მათ, ვინც უკრაინის ტერიტორიაზე იარაღით ხელში ჩამოვიდნენ. დაფიქრდით: ომი არავის სჭირდება. თუ თქვენ გინდათ, რომ თქვენი ქმრები, მამები და შვილები გადარჩნენ, დაუყოვნებლივ დაურეკეთ და უთხარით, რომ სასწრაფოდ დაბრუნდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი სიკვდილი თქვენს სინდისზე იქნება.

დიდება უკრაინას!”

შეგახსენებთ, დღეს, 8 მარტს უკრაინელმა ქალებმა კიდევ ერთი ვიდეომიმართვა გაავრცელეს და უკრაინაში შემოჭრილ რუს ოკუპანტებს დაემუქრნენ. 

“გესვრით, როგორც ცოფიან ძაღლებს!” – უკრაინელი ქალები მტერს განადგურებით ემუქრებიან

წინა სტატიაკიევის უნივერსიტეტი – სამწუხაროა, რომ ის [რიჟვაძე] ირიცხებოდა ჩვენს ასპირანტად
შემდეგი სტატიავალერი ლეონტიევმა რუსეთი დატოვა და მაიამიში გაფრინდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური