მთავარისიახლეებიევროკომისია დღეს რუსული გაზის ეტაპობრივი გაუქმების შესახებ გეგმას წარადგენს

ევროკომისია დღეს რუსული გაზის ეტაპობრივი გაუქმების შესახებ გეგმას წარადგენს

Published on

ევროკომისია დღეს წარადგენს გეგმას რუსული გაზის ეტაპობრივი გაუქმების შესახებ – ინფორმაციას BBC-ის რუსული ბიურო ავრცელებს.

ევროკავშირში აცხადებს, რომ რუსული გაზისგან დამოუკიდებლობა რამდენიმე წელიწადშია შესაძლებელი.

“გეგმა მნიშვნელოვნად შეამცირებს ჩვენს დამოკიდებულებას რუსულ გაზზე უკვე მიმდინარე წელს და რამდენიმე წლის განმავლობაში საშუალებას მოგვცემს მთლიანად შევწყვიტოთ რუსეთიდან იმპორტი… ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ შესაძლებელია”, – განუცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანც ტიმერმანსმა ევროპარლამენტარებს.

პარალელურად, რუსეთი ევროპაში გაზის გათიშვით იმუქრება.
ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ მოსკოვს ამის სრული უფლება აქვს და რომ ნავთობზე ფასი შესაძლოა 300 დოლარამდე გაიზარდოს.

“ევროპულ ბაზარზე რუსული ნავთობის მოცულობის სწრაფად ჩანაცვლება შეუძლებელია, ამას ერთ წელზე მეტი დრო დასჭირდება და ამავდროულად, ევროპელი მომხმარებლებისთვის გაცილებით ძვირი დაჯდება. ამ სცენარში ისინი გახდებიან მთავარი მსხვერპლი”, – ამბობს რუსეთის ვიცე-პრემიერი, ალექსანდრე ნოვაკი.

ევროკავშირი ნავთობისა და გაზის ემბარგოს საკითხს ხუთშაბათს საფრანგეთში ევროკავშირის ლიდერების 27-სამიტზე განიხილავენ.

სიახლეები

13-14 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, თოვა, ზღვაზე შტორმი – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, მთაში თოვლის...

ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია – ექსპრემიერს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსანი, ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი...

აშშ-ში ირანის რეჟიმის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებში სატვირთო შევარდა – არიან დაშავებულები

ლოს-ანჯელესში ირანის რეჟიმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე სატვირთო მანქანის მძღოლი დემონსტრანტებში შევარდა. შედეგად ორი ადამიანი...

ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება ქართული სახელმწიფოსთვის განგრძობითი სირცხვილია-ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა....