ჩვენ არ ვართ მზად ულტიმატუმებისთვის – ზელენსკი

0
320

ხალხი, ვინც მე ამირჩია, არ არის მზად დანებებისთვის, ჩვენ არ ვართ მზად ულტიმატუმებისთვის – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ABC News-თან ინტერვიუში.

უცხოურ მედიასთან საუბარში ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ცის დახურვა.

„მჭირდება ფრენის აკრძალული ზონა რაკეტების ჩამოგდებისთვის, ვუთხარი ბაიდენს. ვფიქრობ, აშშ-ს პრეზიდენტს მეტის გაკეთება შეუძლია“ – აცხადებს ზელენსკი და ამბობს, რომ პუტინს შეუძლია დაასრულოს ის ომი, რომელიც დაიწყო. მისივე თქმით, სიტყვა “დენაციფიკაცია”, რასაც აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტი იყენებს, ერის განადგურებას ნიშნავს, რაც ნაციზმია.

წინა სტატიათორნიკე რიჟვაძე უკრაინის სახელმწიფოს მტრების ბაზა “«МИРОТВОРЕЦЬ»-ში” მოხვდა
შემდეგი სტატიახარკოვის ღამე 7 მარტს – რას ჰყვება იქ მყოფი ჟურნალისტი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური