ხარკოვის ღამე 7 მარტს – რას ჰყვება იქ მყოფი ჟურნალისტი

0
214

ხარკოვის მძიმე ღამეებს კიდევ ერთი დაემატა – 7 მარტის ღამე ქალაქისთვის უძნელესი აღმოჩნდა, თუმცა, ხარკოვმა გაუძლო. 

“ნასტოიაშეე ვრემიას” ეთერში ხარკოვის შესახებ ინფორმაციას მაყურებლებს უზიარებს იქ მყოფი ჟურნალისტი, რომელიც ჰყვება, რომ მთელი ღამის განმავლობაში ხარკოვზე საარტილერიო დარტყმები მიმდინარეობდა. 

ჟურნალისტის თქმით, განსაკუთრებით ინტენსიური ცეცხლის ქვეშ იყო ალექსეევკა და გზატკეცილი, რომელიც რუსეთის საზღვრისკენ მიემართება. დაიბომბა სალტოვკა, ხოლოდნაია გორა, ამასთან, სალტოვკაში აღარ დარჩა მთელი შენობა, ხალხი ტოვებს იქაურობას, თუმცა, ცენტრალიზებული ევაკუაცია არ არის.

ქალაქის ცენტრი ორჯერ დაიბომბა სარაკეტი-საავიაციო დარტყმით, ჩამოიშალა მრავალსართულიანი კორპუსი, მაშველებს დიდი ხანი დასჭირდათ, რომ ნანგრევებიდან ამოეყვანათ ისინი, ვინც გადარჩნენ”, – ჰყვება ჟურნალისტი. 

შეგახსენებთ, ზარკოვი, ფაქტობრივად, ომის დაწყების დღიდან ინტენსიური ცეცხლის ქვეშაა, მაგრამ რუსმა ოკუპანტებმა მისი აღება ამ დრომდე ვერ შეძლეს. 

წინა სტატიაჩვენ არ ვართ მზად ულტიმატუმებისთვის – ზელენსკი
შემდეგი სტატია“აიღე ყვავილი, 8 მარტია!” – უკრაინის დატოვების მსურველ კაცებს მესაზღვრეებმა დასცინეს[video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური