მთავარისიახლეებიმსოფლიო"ახლა ორი ნორკის ქურქი გაქვს..." - მაროდიორი ოკუპანტის სატელეფონო საუბარი ცოლთან

“ახლა ორი ნორკის ქურქი გაქვს…” – მაროდიორი ოკუპანტის სატელეფონო საუბარი ცოლთან

Published on

უკრაინაში მაროდიორობის ამსახველ ვიდეომასალებთან ერთად, ტელეგრამ და იუთუბ-არხებზე ქვეყნდება უკრაინაში ტყვედ აყვანილი რუსი ოკუპანტების სატელეფონო ჩანაწერები ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან, რომლებიც დატყვევებამდეა ჩაწერილი. 

შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო აქვეყნებს სატელეფონო საუბრის ფრაგმენტს, სადაც, მისი თქმით, რუსი, უკრაინაში მყოფი ჯარისკაცი ცოლსდ ესაუბრება. ეს მაშინ ხდება, როცა ოკუპანტი რადის კოტეჯურ დასახლებაში იყო და სახლებს ძარცვავდა. 

“შენ ახლა ორი ნორკის ქურქი გაქვს, დაშას კი წავის ტყავის მანტო. მედიუმი ან სმოლი, ხომ? ეს ზომები ხომ მოგერგება? ჩემთვის “იამაჰას” კომპლექტი მაქვს, თითო 100.000 რუბლი ღირს. ამის გარდა, ახალი ხორცსაკეპი გვაქვს აგარაკისთვის”, – ეუბნება ის ცოლს. 

ეს რუსი ოკუპანტი ჯარისკაცი მოკლულია, საუბრის ავთენტურობა მის მობილურ ტელეფონზე გადამოწმდა. 

შეგახსენებთ, ანტონ გერაშენკო პერიოდულად აქვეყნებს ოკუპანტთა საუბრების ამსახველ ჩანაწერებს. 

სიახლეები

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...