მთავარისიახლეებიმსოფლიორუს "კომუნალშიკებს" ყინულზე გაკეთებული "НЕТ ВОЙНЕ" წარწერების წაშლა უწევთ

რუს “კომუნალშიკებს” ყინულზე გაკეთებული “НЕТ ВОЙНЕ” წარწერების წაშლა უწევთ

Published on

რუსეთის სხვადასხვა ქალაქში თითქმის ყოველდღე ტარდება ომის საწინააღმდეგო აქციები, რომლებშიც მოქალაქეთა მცირე რაოდენობა იღებს მონაწილეობას, თუმცა, დიდ ქალაქებში არის ხალხმრავალი აქციებიც. 

ასე მაგალითად, დღეს მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში მშვიდობის მომხრეთა კოლონა მეტროს სადგურებიდან მსვლელობით მიემართებოდა ქალაქების ქუჩებზე, თუმა, თითქმის მათ პარალელურად, მანქანების კოლონებით მოძრაოდნენ პირები, “ნოვოროსიის” დროშებით. 

უშუალოდ მოსახლეობის ორ ნაწილს შორის შეტაკება არ მომხდარა, მაგრამ პოლიცია მშვიდობის მომხრეებს დაუპირისპირდა. მათი ნაწილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. იმის გამო, რომ პოლიცია დემონსტრანტებს ართმევს პლაკატებს და სიმბოლოებს, მათ ისეთი აქტივობა მოიფიქრეს, რომლისთვისაც პოლიციას თითქოს ვერაფერი უნდა დაეპირისპირებინა:

მათ წარწერა გაყინულ მდინარეზე, დიდი ასოებით ამოკაწრეს, თუმცა, აქციის დასრულების შემდეგ ქალაქის ხელმძღვანელობამ ამ საკითხის “მიხედვა” კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს დაავალა, რომლებმაც ყინული გადაღებეს, რათა ეს წარწერა არ გამოჩენილიყო. 

სიახლეები

ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები – დაკავებულია 12 პირი-შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის ფარგლებში, ბოლო პერიოდში დედაქალაქსა და...

ძალადობის ბრალდებით, მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს

ძალადობის ბრალდებით, მარნეულის მერის დაურ ისმაილოვის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს - გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

მოჯთაფა ხამენეი კომაშია – ირანის ახალ სულიერ ლიდერს ყუმში მკურნალობენ

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია და მას ქალაქ ყუმში მკურნალობენ, -...

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...