მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინა ტყვეთა ბანაკის მოწყობას გეგმავს - სამხედრო ტყვეთა რიცხვი იზრდება

უკრაინა ტყვეთა ბანაკის მოწყობას გეგმავს – სამხედრო ტყვეთა რიცხვი იზრდება

Published on

უკრაინაში რუს სამხედრო ტყვეთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ოფიციალური კიევი ტყვეთა ბანაკის მოწყობას არ გამორიცხავს.

ამის შესახებ ერთერთ უკრაინულ მედიაგამოცემას თავდაცვის მინისტრმა ალექსი რეზნიკოვმა უთხრა. მან უკრაინელ ჯარისკაცებსაც მიმართა და ტყვეთა მიმართ ჰუმანური მოპყრობისკენ მოუწოდა. 

ტყვედ აყვანილი რუსი სამხედრო პირების შესახებ ინფორმაცია რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღეს გავრცელდა.

მოგვიანებით შეიქმნა სამთავრობო ჯგუფი, რომელიც ტყვეთა საკითხებზე მუშაობს, ამოქმედდა ცხელი ხაზი. 

ასევე, დაიწყო კამპანია “დედა, შინ წამიყვანე!”, რომლის ფარგლებშიც ვრცელდება ტყვე რუს ჯარისკაცთა ვიდეოჩანაწერები, სადაც ისინი ამბობენ, რომ არ იცოდნენ, თუ უკრაინაში, საომრად უნდა წასულიყვნენ.

მათი თქმით, მეთაურებმა მოატყუეს და უთხრეს, რომ სწავლებებში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, სინამდვილეში კი უკრაინაში შეიყვანეს.

თუმცა, უკრაინელი პოლიტიკოსებისა და სამხედრო ექსპერტთა ნაწილი ამ ვერსიას არ ეთანხმება და ამბობს, რომ უკრაინასთან საომრად წაყვანა მოტყუების გზით ძალიან სუსტი, არადამაჯერებელი ვერსიაა.

არ დაუჯეროთ, რომ არ იცოდნენ: იცოდნენ, გეგმავდნენ, ემზადებოდნენ! – უკრაინის თავდაცვა ტყვეებზე

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...