მთავარისიახლეებიმსოფლიოარ დაუჯეროთ, რომ არ იცოდნენ: იცოდნენ, გეგმავდნენ, ემზადებოდნენ! - უკრაინის თავდაცვა ტყვეებზე

არ დაუჯეროთ, რომ არ იცოდნენ: იცოდნენ, გეგმავდნენ, ემზადებოდნენ! – უკრაინის თავდაცვა ტყვეებზე

Published on

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო, რომელმაც საიდუმლო დოკუმენტები მოიპოვა და  გაასაჯაროვა, მოუწოდებს მოსახლეობას, არ დაუჯერონ ტყვეებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ არ იცოდნენ, თუ ომში აგზავნიდნენ. 

“მათ იცოდნენ, გეგმავდნენ და ემზადებოდნენ”, – აცხადებენ თავდაცვაში. 

შეგახსენებთ, უკრაინულმა მხარემ მოიპოვა საიდუმლო დოკუმენტები მას შემდეგ, რაც გაანადგურა საზღვაო ქვეითთა დანაყოფი. ამ საიდუმლო დოკუმენტებით ირკვევა, რა მონაკვეთში გეგმავდა ვლ. პუტინი უკრაინის დაპყრობას – 20 თებერვლიდან 6 მარტამდე.

საზღვაო ქვეითთა დანაყოფი, რომელსაც ეს დოკუმენტები აღმოაჩნდა, სადესანტო ხომალდ “ორსკიდან”, დასახლებულ პუნქტ სტეპანოვკა-1-თან უნდა გადმომსხდარიყო. ამის შემდეგ, დანაყოფი უნდა შეერთებოდა 58-ე არმიის ნაწილს და მელიტოპოლი (ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქი) უნდა დაეკავებინა. 

უკრაინელთა მიერ მოპოვებულ საიდუმლო დოკუმენტებში არის სამუშაო რუკა, საძახისების ცხრილი, მიმართულების სიგნალების ცხრილი, პირადი შემადგენლობის სია და სხვ. 

უკრაინის აღებას პუტინი 20 თებერვლიდან 6 მარტამდე გეგმავდა – კიევმა საიდუმლო ჩანაწერები მოიპოვა

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...