მთავარისიახლეებიმსოფლიოოპერატიული ინფორმაცია უკრაინის ფრონტის სხვადასხვა წერტილებიდან

ოპერატიული ინფორმაცია უკრაინის ფრონტის სხვადასხვა წერტილებიდან

Published on

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს ცნობას ქვეყნის სხვადასხვა წერტილებში არსებული მდგომარეობის შესახებ:

⭕ მარიუპოლის მიმართულებით, უკრაინელი მებრძოლები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და გაანადგურეს მტრის სამი ტანკი, 4 ჯავშანტრანსპორტიორი, 2 “ტიგრი”, ლიკვიდირებულია 30 რუსი ოკუპანტი, ორი ტყვედ აიყვანეს. 

⭕ კრამატორსკში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაიჭრა.

⭕ დონეცკის ოლქის ქალაქი პოკროვსკი ისევ ოკუპანტთა სამიზნე გახდა. აქ რუსმა სამხედროებმა ორი კასეტური რაკეტა “ტორნადო” ჩამოაგდეს. სამი ადამიანი დაიჭრა.

⭕ ვინიცის აეროდრომის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

⭕ ჩერნიგოვის განუწყვეტელი დაბომბვის გამო ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 141 დასახლებული პუნქტი. 

⭕ განუწყვეტელი ცეცხლის ქვეშაა ხარკოვი. მოლაპარაკებებში უკრაინის მხარის წარმომადგენელი დავით არახამია მუშაობს, რათა ხარკოვისთვის უზრუნველყოფილი იყოს ე.წ. მწვანე დერეფანი. 

სიახლეები

მოჯთაფა ხამენეი კომაშია – ირანის ახალ სულიერ ლიდერს ყუმში მკურნალობენ

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია და მას ქალაქ ყუმში მკურნალობენ, -...

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდება

სამთავრობო მედიების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ამ დროსითვის...

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს "ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ...