მთავარისიახლეებიმსოფლიოირპენის ცენტრში ჭურვის ჩამოვარდნა ოპერატორმა გადაიღო

ირპენის ცენტრში ჭურვის ჩამოვარდნა ოპერატორმა გადაიღო[video]

Published on

კიევის ოლქის ქალაქი ირპენი, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია უნდა დაწყებულიყო, რუსული საარტილერიო ცეცხლის სამიზნე გახდა. 

ვიდეო, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა, ქალაქის ცენტრშია გადაღებული. კადრში ჩანს უკრაინელი ჯარისკაცი, რომელიც ოპერატორს უყვება, როგორ ბომბავს რუსეთის არტილერია მშვიდობიან მოსახლეობას.

ჭურვი სწორედ ამ დროს, ჯარისკაცისგან რამდენიმე მეტრში ეცემა და ფეთქდება. მომდევნო კადრში მეგობრებს აფეთქების არეალიდან სწორედ ეს ჯარისკაცი გაჰყავთ, რომელიც დაჭრილია და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება.

შეგახსენებთ, დღეს რუსეთის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ არიან ქალაქები: კიევი, ხარკოვი, მარიუპოლი, ვინიცა, ჟიტომირი, ირპენი. 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...