რუსებმა ახტირკაში თბოელექტროსადგური გაანადგურეს

0
248

წუხელ რუსულმა ძალებმა ხარკოვზე ახალი დარტყმა განახორციელეს, „სევერნაიას ქუჩაზე მაღალსართულიანი შენობა დაიწვა” – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

რუსებმა ახტირკაში თბოელექტროსადგური გაანადგურეს, დაღუპულია ხუთი თანამშრომელი, – ამის შესახებ სუმის სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ჟივიცკი განაცხადა.

“რუსული ავიაცია აგრძელებს ინფრასტრუქტურულ და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაბომბვას! რუსებმა გაანადგურეს თბოელექტროსადგური. დაიღუპა 5 სამოქალაქო თანამშრომელი”, – განაცხადა ჟივიცკიმ.

მისი თქმით, ახტირკაში არ არის გათბობა, საცხოვრებელ სახლებს წყალი და ელექტროენერგია ნაწილობრივ არ მიეწოდებათ.

“თავად ახტირკა ნაწილობრივ აღარ არსებობს! რუსულმა ავიაციამ დღეს გაანადგურა ქალაქის პროდუქტების ბაზა, სამშენებლო მასალების საწყობი და ავტოსადგომი. დაიბომბა საცხოვრებელი სექტორი. დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება”, – დასძინა მან.

წინა სტატიაჯო ბაიდენი რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს
შემდეგი სტატიადენის კირეევის ლიკვიდაციის გარემოებისა და მოტივაციის ვერსია შეიცვალა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური