დენის კირეევის ლიკვიდაციის გარემოებისა და მოტივაციის ვერსია შეიცვალა

0
284

5 მარტს უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დენის კირეევი ღალატში იყო ეჭვმიტანილი და იმ დროს დაიღუპა, როდესაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მისი დაკავების ოპერაციას ახორციელებდა,

მედია “ძალოვან სტრუქტურებსა და პოლიტიკურ წრეებში გავლენიან” წყაროზე დაყრდნობით, წერდა, რომ კირეევზე ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე არებობდა ეჭვები რუსულ სპეცსამსახურებთან ურთიერთობაზე და უშიშროების სამსახურს ჰქონდა აშკარა მტკიცებულებები მისი ღალატის შესახებ, მათ შორის სატელეფონო საუბრებიც.  

დღის განმავლობაში ამ მოსაზრებებსა და ჭორებს უკრაინის ოფიციალურ უწყებები არ გამოხმაურებიან. თუმცა დღის ბოლოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ სულ სხვა განცხადება გაავრცელა —რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე უკ­რა­ი­ნის დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რი, დე­ნის კი­რე­ე­ვი ჩვენი  თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო და სპე­ცი­ა­ლუ­რი მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბი­სას და­ი­ღუ­პა, –

“მასთან ერთად  დაიღუპა  თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ორი  თანამშრომეი: დოლია ალექსეი ივანოვიჩი, ჩიბინევი ვალერი ვიქტოროვიჩი, “, — ნათქვამია შეტყობინებაში და იქვე აღნიშნულია, რომ გმირები არ კვდებიან და ისინი ცოცხლობენ მანამ, სანამ ხალხს ახსოვს.

დენის კირეევი რუსეთ-უკრაინის პირველ მოლაპარაკებებს ესწრებოდა. თუმცა ოფიციალურად მისი სახელი არ ყოფილა მომლაპარაკებელთა იმ სიაში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. მათთვის უცნობია, კონკრეტულად რაზე იყო პასუხისმგებელი კირეევი და როგორ აღმოჩნდა მომლაპარაკებელთა შორის.

 

წინა სტატიარუსებმა ახტირკაში თბოელექტროსადგური გაანადგურეს
შემდეგი სტატიარუსული ფაშიზმი რუსეთის საზღვრებს გარეთ – მანქანები Z ნიშნით ნიუ-იორკში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური