მთავარისიახლეებიმსოფლიოცის დახურვის მცდელობას საომარ მოქმედებებში ჩართვად აღვიქვამთ - პუტინი

ცის დახურვის მცდელობას საომარ მოქმედებებში ჩართვად აღვიქვამთ – პუტინი

Published on

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელიც ამ დრომდე არ აღიარებს უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის მიმდინარეობას, ამბობს, რომ თუ ნატოს წევრი რომელიმე ქვეყანა დააპირებს ცის დახურვას უკრაინის თავზე, ეს იქნება აღქმული საომარ მოქმედებებში ჩართვად და რუსეთი იძულებული გახდება, სათანადოდ უპასუხოს. 

“ნებისმიერი მცდელობა ამ ზონის გამოცხადებისა დრენისთვის აკრძალულ ზონად, ნებისმიერი სხვა ქვეყნის მიერ, ჩვენს მიერ იქნება მიჩნეული საომარ მოქმედებებში ცართვად და შესაბამისად ვუპასუხებთ”, – თქვა პუტინმა “აეროფლოტის” ბორტგამცილებლებთან შეხვედრის დროს. 

ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურა სრულად განადგურებულია, ხოლო უახლოეს პერიოდში დასრულდება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ინფრასტრუქტურის განადგურება. მისივე თქმით, უკრაინაში ოპერაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღება რთული, მაგრამ საჭირო და დროული იყო. 

შეგახსენებთ, უკრაინის ცის დახურვას და ამ ზონის გამოცხადებას ფრენისთვის აკრძალულ ზონად, უკვე კარგა ხანია, ითხოვს ვოლოდიმირ ზელენსკი, თუმცა, ნატო და ევროკავშირი ამ ზომების მიღებას არ აპირებენ.  

“თუ არ გაქვთ იმის ძალა, რომ ცა დახუროთ, მაშინ მომეცით მე თვითმფრინავები!” – ზელენსკი

სიახლეები

დიდი ბრიტანეთი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებით შეშფოთებულია – სტივენ დაუთი

საქართველოსთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის პოზიცია უცვლელია - ლონდონი კვლავ აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და...

უკრაინამ ცხრა ქვეყანასთან ერთად ანტიბალისტიკური კოალიცია შექმნა

უკრაინამ ცხრა ქვეყანასთან ერთად ანტიბალისტიკური კოალიცია შექმნა - არსებული ინფორმაციით, ახალი გაერთიანება მიზნად ევროპაში...

„სარფის“ საბაჟოზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ქალი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით...

ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €120 მილიონს გამოყოფს

ევროპის კავშირის საბჭომ 13 ივლისს მხარი დაუჭირა მოლდოვის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად €120 მილიონის გამოყოფას,...